ჩაბარების ვადა:

29 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21475 - ტენდერი პერფორირებული ალუმინის ფასადის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „იდეა მელიქიშვილი“ აცხადებს ტენდერს პერფორირებული ალუმინის ფასადის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

ტექნიკური აღწერილობა:

  • შესასრულებელი სამუშაო წარმოადგენს ქ. თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზ. N47/49-ში შენობის +21.20 ; +24.90; +28.60 და +31.50 ნიშნულებზე პერფორირებული ალუმინის პანელებით ფასადის დამზადება-მონტაჟს.
  • ალუმინის პერფორაცია მოიცავს მოძრავ და ფიქსირებულ ნაწილებს. მოძრავი ნაწილები არის დარაბული ტიპის ჟალუზები ვიტრაჟებთან. ფიქსირებული ნაწილი არის დაახლოებით 1120 კვ.მ, ხოლო მოძრავი ნაწილი 245 კვ.მ (მოცულობები უნდა დაზუსტდეს შემსრულებლის მიერ).
  • განვიხილავთ მასალის-ალუმინის ალტერნატივებსაც.
  • ფასის შემოთავაზება უნდა მოხდეს შემსრულებლის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის ფორმით სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი სამუშაოები და მასალები;
  • მასალაზე და ჟალუზის მექანიზმებზე მიუთითეთ კონკრეტულად რომელ ბრენდს ან რომელი მწარმოებლის მასალას იყენებთ.
  • წარმოდგენილი უნდა იყოს ასევე საორიენტაციო შესრულების ვადები;
  • მასალის ღებვას ანტიკოროზიული საღებავით, თერმული მეთოდით; გარანტიას საღებავზე არანაკლებ 10 წლის ვადით;
  • წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ალბომი, დამკვეთის, შესრულებული სამუშაოს პერიოდის და უშუალოდ შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღწერით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 მარტი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
თორნიკე გიორგაძე
+995 555 48 48 99
tornikegiorgadze@ginoholding.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა