ჩაბარების ვადა:

29 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T21486 - ტენდერი პრინტერებისა და კარტრიჯების სერვისის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს პრინტერებისა და კარტრიჯების სერვისის შესყიდვაზე წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, მომსახურების ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსითან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 29 მარტის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება  20 მარტი 2024
  • სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 29 მარტი 2024
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა12 აპილი  2024
  • ხელშეკრულების გაფორმება:  19 აპრილი  2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები

საბეჭდი მოწყობილობის კარტრიჯების სერვისის მოთხოვნები:

კარტრიჯის სერვისი გულისხმობს:

  • ტრანსპორტირებას წინასწარ შევსებული კარტრიჯების მოთხოვნის მისამართზე და დაცლილი კარტრიჯების წაღებას.
  • კარტრიჯის დამუხტვას ტონერით და ან სხვა სარემონტო სამუშაოებს, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ბარაბნის გამოცვლას ან სრულად კარტრიჯის გამოცვლას.
  • სერვისში მონაწილე ყველა კარტრიჯი უნდა იყოს დანომრილი უნიკალური კოდით.
  • სერვისში გატარებულ კარტრიჯს შეფუთვაში თანდართული უნდა იყოს ამავე კარტრიჯით დაბეჭდილი სატესტო ფურცელი, საიდანაც აღქმადი უნდა იყოსდაბეჭდვის ხარისხი.
  • სერვისში გატარებული კარტრიჯი მოთავსებული უნდა იყოს ჰერმეტიულ შეფუთვაში. შეფუთვაზე უნდა იყოს დატანილი კარტრიჯის მოდელი.

კომპანიამ სერვისი უნდა დაასრულოს დამკვეთს შეკვეთიდან არაუგვიანეს :

  • ქ. თბილისი- 24 სთ (1დღე)
  • ქ. ბათუმი და დაბა ჩაქვი 24 სთ (1დღე)
  • ქ. ზუგდიდი- 24 სთ (1დღე)
  • ქ. ქუთაისი- 24 სთ (1დღე)

* შემოთავაზებები შესაძლებელია იყოს ყველა ქალაქზე სრულად, ან ცალ-ცალკე ქალაქზე.

სერვისის უწყვეტობისთვის, კომპანიას უნდა გააჩნდეს, ან უნდა შექმნას კარტრიჯების მარაგი, დამკვეთის საკუთრებაში არსებულის არანაკლებ 70%-სა. (ევექსის საკუთრებაშია 1300 სტანდარტული კარტრიჯი.) დასამუხტი კარტრიჯის დამუხტული კარტრიჯით ჩასანაცვლებლად და შესაბამისად,1 ვიზიტად მოახდინოს შეკვეთის დასრულება.

კომპანიამ უნდა შეძლოს კარტრიჯის თითოეული მოდელისთვის არანაკლები მინიმალური ზღვრული რაოდენობის გვერდების დაბეჭდვის შესრულება ,ISO/IEC 19752 სტანდარტის და დანართი #2-ში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

კომპანიას უნდა ქონდეს სპეციალური მოწყობილობები: კარტრიჯის ტონერისგან გაწმენდის, ტონერის ჩაყრის და ჰერმეტიულად შესაფუთი მანქანა.

უნდა აღმოფხვრას დამკვეთის კუთვნილი კარტრიჯების ფიზიკური დაზიანება დამატებითი გადასახადის გადახდის გარეშე და საჭიროების შემთხვევაში სრულად აღადგინოს კარტრიჯი;

ავტომატურად ან ონლაინ აპლიკაციით მიაწოდოს დამკვეთს MS EXEL ფორმატში რეპორტი კარტრიჯ(ებ)ის დამუხტვა, რემონტი,და/ან სხვა სერვისი, კარტრიჯის მოდელის, კუთვნილების (კომპანია/მომწოდებელი) დამკვეთის ობიექტ(ებ)ის , ფასის დავადის მიხედვით .

კარტრიჯს უნდა მიენიჭოს უნიკალური კოდი, მომსახურე კომპანიის კუთვნილი კარტრიჯის მარკირება უნდა იყოს განსხვავებული მინიშნებით, დამატებით რეპორტით შესაძლებელი უნდა იყოს ბრუნვაში არსებული მომსახურე კომპანიის კუთვნილი კარტრიჯების რაოდენობის განსაზღვრა მოდელების მიხედვით.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების დაცვა (მაგ.: წარმოადგინოს ინფორმაცია /დოკუმენტაცია ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავეთა შრომის პირობების სტანდარტებთან ან ნორმატივებთან შესაბამისობაზე და სხვა საინფორმაციო მასალები), მათ შორის საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ევექსის საკუთრებაში არსებული გამოუსადეგარი კარტრიჯების უტილიზაცია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

უნდა წარმოადგინოს ტონერის მწარმოებლის ხარისხის შესაბამისი ISO სერთიფიკატი (ISO 14001 და ISO 9001:2000);

დამკვეთის ლოკაციები, იხ. დანართი#1

კარტრიჯების მოდელები, რაოდენობა, და მინიმუმ დასაბეჭდიგვერდების რაოდენობა.იხ. დანართი#2

საბეჭდი მოწყობილობის სერვისის (რემონტის) პირობები:

1. სერვისი მოიცავს ტრანსპორტირებას.
2. სერვისი კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შეკვეთიდან არაუგვიანეს :

  • ქ. თბილისი- 48 სთ (2 დღე)
  • ქ. ბათუმი და დაბა ჩაქვი- 48 სთ (2 დღე)
  • ქ. ზუგდიდი- 48 სთ (2 დღე)
  • ქ. ქუთაისი- 48 სთ (2 დღე)

* შემოთავაზებები შესაძლებელია იყოს ყველა ქალაქზე სრულად, ან ცალ-ცალკე ქალაქზე.

3. პრინტერში ჩაბნეული ტონერის გაწმენდა უნდა მოხდეს უსასყიდლოდ.
4. საბეჭდი და ასლგადამღები მოწყობილობისსტანდარტული სერვისები იხ. დანართი #3

 შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

პრეკვალიფიკაციის საფუძველზე ტენდერში დაიშვებიან ის პრეტენდენტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კარტრიჯების და ასლ გადამღები მოწყობილობის სერვისის სფეროში; (წარმოდგენილი უნდა იყოს საბუთები)
  • სერვისის უზრუნველყოფად აუცილებელი ადამიანური რესურსი და მათი კვალიფიკაცია; (წარმოდგენილი უნდა იყოს სერთიფიკატები)
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო, სპეციალიზებული დანადგარები, საჰაერო გამწოვები, ფილტრები, ამ მიმართულების სტანდარტებთან შესაბამისად მუშაობა (დამკვეთი უფლებას იტოვებს პრეკვალიფიკაციის პერიოდში სამუშაო ადგილზე ვიზიტზე და სერვისის პროცესის გაცნობაზე)
  • სატენდერო დოკუმენტაციაში მოტანილი მოთხოვნების სრულად უზრუნველყოფა.

შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ერთზე მეტი გამარჯვებული, ასევე შემსყიდველს შეუძლია თითეულ გამარჯვებულთან/მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება როგრც სრულ, ასევე ნაწილობრივ ჩამონავალზე.

მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზება გააკეთოს როგორც სრულ ჩამონათვალზე, ან ნაწილობრივ ჩამონათვალზე.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი - ვალუტა: ლარი
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • გადახდის პირობა
  • პროდუქციის ხარისხი
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს.

სატენდერო წინადადება:

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ის სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ის სახით;

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #5-ის სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ. ავანისის მაქსიმალური ოდენობა არის მთლიანი თანხის 20% 

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mgikoshvili@evex.ge

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 მარტის 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ გიქოშვილი
mgikoshvili@evex.ge
ტელ: +995 568 515 560

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა