ჩაბარების ვადა:

12 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21555 - ტენდერი საყინულე მაცივრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს საყინულე მაცივრების შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა

  • მაცივრის მდგომარეობა : ახალი / მეორადი
  • ზომა: 210 – 2100*850*830 მმ.
               185 – 1850*850*830 მმ.
  • გარემო ტემპერატურის დიაპაზონი: +16/+25 °C
  • სამუშაო ტემპერატურა: -18/-24 °C
  • მაცივრის კომპრესორის მწარმოებელი: Danfoss/secop
  • კომპრესორი: Embraco
  • მეორადი მაცივრის შემთხვევაში წარმოების თარიღი: არანაკლებ 2009 წ.
  • სამუშაო ძაბვა: 230V / 50HZ
  • მაცივრის ფერი: ნაცრისფერი
  • დამატებითი პირობები:
    - ჩამოდნობის ავტომატური სისტემა
    - მაცივრის შიდა ლედ განათება
    - სათავსოს ბადე თაროები

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
  • 1 წლიანი გარანტია და სერვისი;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 აპრილი,18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა