ჩაბარების ვადა:

28 მარტი 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21593 - აუქციონი Zoom Call recording-ის განახლებაზე

აუქციონის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს აუქციონს Zoom Call recording-ის განახლებაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი1
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებულისაქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია დაწარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურპარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

სატენდერო მოთხოვნები

  • მიწოდების ვადა: 5 სამუშაო დღე;
  • სარეკომენდაციო წერილი: შემოთავაზებული პროდუქცია წარმოგენილი უნდა იყოს მწარმოებლის ოფიციალური ხაზით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვასან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვად: 2024 წლის, 28 მარტი 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ვაჭრობის ბიჯი: 100 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი
გიორგი რატიანი
g.ratiani@bog.ge
ტელ: 577 29 28 22

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 მარტი 2024 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 100.00 $