ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21594 - ტენდერი ვებ-გვერდის დიზაინისა და სტრუქტურის შექმნაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, განახლებულია დანართი 3, ტენდერის დასრულების ვადა: 10 აპრილის 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

ასოციაციას „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ WIWI - დაგეგმილი აქვს, შეისყიდოს შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან: „ტენდერი ვებ-გვერდის დიზაინის და სტრუქტურის შექმნაზე“.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება (დანართი 1).

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
  • ფინანსური და ტექნიკური შემოთავაზებები უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილად - ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად:  1. Technical offer; 2. Financial offer *
  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: T21594. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელწოდება / ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი
  • საიდენტიფიკაციო ნომერი / ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
  • ტენდერის ნომერი: T21594
  • მიმღები: ასოციაციას „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ WIWI

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება ერთ კვირაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.

შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა:

  • შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება როგორც ფასების, ასევე შინაარსის მიხედვით.
  • შინაარსობრივი შეფასების შემდეგ განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასო შემოთავაზებები.
  • საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 60%-ით და ფასი/ღირებულება 40% -ით.
  • მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი.
  • საუკეთესო მაჩვენებლის მქონე იურიდიულ/ფიზიკურ პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებისთაობაზე.
  • თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე პრეტენდენტთან.

შემოთავაზებების შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასების სქემა:

  • შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას.
  • ტექნიკური შეთავაზება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ.
  • არასაფასო შეფასების კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით.

იხილეთ თანდართული ფაილები :

  • ტექნიკური დავალება (შეთავაზება) / დანართი 1
  • შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა / დანართი 2
  • ფინანსური შეთავაზება / დანართი 3

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@wiwi.ge
  • შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა ტენდერის ვადა - 10.04.2024
  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
  • გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
info@wiwi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები