
12 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T21761 - ტენდერი აზომვითი ნახაზის მომზადებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 აპრილი 2024 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 აპრილი 2024 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს კლინიკები, რომელიც მოიცავს 27 სამედიცინო დაწესებულებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აცხადებს ტენდერს აზომვითი ნახაზის მომზადებაზე.
პირობები:
- შიდა აზომვითი ნახაზი მოსამზადებელია 27 ობიექტზე (მისამართები იხილეთ დანართში), რომლის ჯამური მიახლოებითი მოცულობაა 79 000.
- დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს პდფ და archicad (pln) ფორმატში.
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა განფასება უნდა მოგვაწოდოს 1 კვ/მ-ზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 აპრილი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
gkostanishvili@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
გატხოვთ დაგვიზუსტოთ ფასი დღგს ჩათვლით თუ გარეშე ,როგორ ვუთითებთ?
დღგ-ს ჩათვლით
გთხოვტ გვიპასუხოთ დასმულ შეკითხვებზე
გთხოვთ დაგვიზუსტოთ, აზომვით ნახაზებზეა საუბარი თუ აზომვით აღსრულებით ნახაზებზე?
აზომვითი ნახაზი
გთხოვთ დაგვიზუსტოთ რა სახით უდა მოგაწოდოთ განფასება?
1 კვ. მ-ზე . დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა განფასება უნდა მოგვაწოდოს 1 კვ/მ-ზე. ეს ინფორმაცია უნდამ მოგაწოდოთ excel ფაილით ?
დიახ
ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებს ეტაპობრივად მოგაწვდით პდფ და archicad (pln) ფორმატში.
დიახ
აღნიშნული მომსახურება მოიცავს თუ არა საჯარო რეესტრში აზომილი ფართების დარეგისტრირებას/ გამიჯვნას ან და გაერთიანებას?
არ მოიცავს, მხოლოდ აზომვითი ნახაზები.