
ჩაბარების ვადა:
16 თებერვალი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT2182 - ტენდერი ბაბიტი B-83-ის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ნედლეულის, კერძოდ ბაბიტი B-83-ის შესყიდვაზე. 02/02-GIEC-M/BBT-17
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:
- ბაბიტი კალის B-83 ტიპის. შემოთავაზება განსხვავებული სპეციფიკაციის ბაბიტზე არ მიიღება;
- რაოდენობა - 500 კგ. შემოთავაზებები მიიღება ასევე ნაკლებ რაოდენობაზეც.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული; (ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2);
- შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის სერთიფიკატი;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 წერილი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 16 თებერვლის 16:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 14700000 ძირითადი ლითონები