ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2024, 17:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T21841 - ტენდერი სარეკლამო კონსტრუქციების დამზადებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაემატა შემდეგი დოკუმენტი: მოქაფი და ზომები.

ტენდერის აღწერილობა:

 შპს დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ტენდერს სარეკლამო კონსტრუქციების დამზადებაზე.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის სრულ ღირებულებას, პროექტის შესრულების ვადას დაგადახდის პირობას.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამკონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე Tenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები: 

  • წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2024 წლის 18 აპრილი 17:00 საათი.
  • განფასების წარდგენისათვის ტენდერს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 
     - პროექტის ვიზუალი (რენდერი)
     - ნახაზი ზომებით:
     - მოკლე ტექნიკური აღწერილობა
  • სარეკლამო მასალების გაბარიტების 10%-მდე ცვლილება და ფერის შეცვლა არ უნდა აისახოს ფასზე;[
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. პროექტის განხორციელების მისამართი: თბილისი, ისთ ფოინთის ტერიტორია
  • სამუშაო ფაილების წარდგენა მოხდება შერჩეულ კომპანიებთან. 

შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
  • პროექტის შესრულების და ჩაბარების ბოლო ვადა: 31 მაისი
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 აპრილი 17:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების სუპერვაიზერი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: T.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების კოორდინატორი
საკონტაქტო პირი: თამარ კაკაშვილი
ელ. ფოსტა: t.kakashvili@diplomat-global.com
ტელ: +995 599 46 53 28

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა