
23 აპრილი 2024, 16:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T21886 - ტენდერი ღია ბორტიანი მიკროავტობუსებით მომსახურებაზე 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 აპრილი 2024 დრო 15:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 აპრილი 2024 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს ღია ბორტიანი მიკროავტობუსებით მომსახურებაზე 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით.
1.2 დასაქირავებელი ტექნიკის რაოდენობა და ტექ. მახასიათებელი-დავალება:
დანართ N1-ში მოცემულია დასაქირავებელი მიკროავტობუსების სამუშაო გრაფიკები, და ინფორმაცია შესასრულებელ მომსახურებასთან დაკავშირებით.
პრეტედენტს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა როგორც ერთი მიკროავტობუსის შემოთავაზებით, ასევე რამოდენიმე მიკროავტობუსით.
1.3 განფასება:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.
1.4 ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, 30 დღიანი საკონსიგნაციო პერიოდის გავლის შემდგომ გაფორმებული მიღება-ჩაბარებების საფუძველზე.
1.5 პრეტენდენტის ტენდერში წარმოსადგენი მონაცემები:
- ინფორმაცია პრეტედენტის შესახებ (დანართი N1-ის შესაბამისად)
- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)
- მიკროავტობუსზე გავლილი ტექ-დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შენიშვნა:
- ტენდერში წარმოდგენილი პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
- სამუშაო პროცესში მიკროავტობუსი თუ გამოვიდა მწყობრიდან და ვერ განაგრძო მუშაობა, შემსრულებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს მიკროავტობუსი არაუგვიანეს ერთი საათისა ან იმ დღის მომსახურება საფასური დამკვეთის მხრიდან არ ანაზღაურდება.
1.6 ხელშეკრულების გაფორმება:
წინამდებარე ტენდერის ფარგლებში დაიდება ჩარჩო ხელშეკრულება 6 თვის ვადით.
1.7 სხვა მოთხოვნა:
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- დამკვეთი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
დამკვეთი, გამარჯვებულ შემსრულებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. დამკვეთი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
დამკვეთი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამკვეთი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 აპრილის 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
დოკუმენტაცია
ან მე სად მივუთითო რომ შემიძლია კვირაში 4 ჯერ და 5 ჯერაც რომ გავწიო მომსახურება? ეს დანართ 1 ში ჩავწერო სიტყვიერად?
გამარჯობა, შეგიძლიათ დანართში ჩაწეროთ.
გამარჯობა, მომსახურება 24 საათიანი არის და კვირაში რამდენი დღე უნდა გავწიო მომსახურება? ეგ მოლაპარაკების საფუძველზე დგინდება?მაგ: კვირაში სამჯერ მომიწევს მუშაობა, 4 ჯერ? თუ რგორ დგინდება ეგ?
გამარჯობა, ყოველ დღე (შაბათ-კვირის) ჩათვლით.
დანართი # 1 ში რაც იყო მოსანიშნი და ცასაწერი ეგ მოვნიშნე და ეგ საკმარისია?
დანართი N1 უნდა იყოს შევსებული სრულყოფილად. თუ ყველა საჭირო ინფორმაცია შევსებული გაქვთ, მაშინ საკმარისია. ასევე უნდა წარმოადგინოთ მიკროავტობუსზე გავლილი ტექ-დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ აქ რა ინფორმაცია გნებავთ? და როგორი სახით მოგაწოდოთ?
უნდა შეავსოთ დანართი N1, ასევე უნდა წარმოადგინოთ მიკროავტობუსზე გავლილი ტექ-დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ყველა დოკუმენტი უნდა ატვირთოთ ტენდერის პრეტედენტის შესავსებ გვერდზე.
გამარჯობა, შეკითხვა მაქვს, საბუთები ხელმოწერილი უნდა იყოსო ასე გაქვთ მოთხოვნა და ფასების ცხრილს რომ გავაკეთებ, თქვენი დანართის მიხედვით, მაგას მოვაწერო ხელი, დავასკანერო და ეგ გადმოვაგზვნო?
გამარჯობა, დიახ დაასკანერებული შეგიძლიათ ატვირთოთ.