ჩაბარების ვადა:

30 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22003 - ტენდერი იმუნოჰისტოქიმიის აპარატის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

''სს მეგა-ლაბი''  
აცხადებს  ტენდერს იმუნოჰისტოქიმიის ანალიზატორის შესყიდვის მიზნით და მონაწილეობისთვის იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებს.

''სს მეგა-ლაბი'' კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. რომელიც აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მთავარი მოთხოვნა:

  • იმუნოჰისტოქიმიური სტეინერი ან კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმუნოჰისტოქიმიური შეღებვის ყველა ეტაპის შესრულებას.
  • ექნება ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა.
  • იქნება ღია სისტემის ,რაც მოგვცემს სხვადასხვა მწარმოებლების რეაგენტების გამოყენების შესაძლებლობას.
  • აპარატს უნდა შეეძლოს მინიმუმ 36 მინის ერთდროული დამუშავება.

ტენდერის პირობები:

ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

  • მისაწოდებელი საქონლის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით, ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულება);
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორჩიელოს აპარატურის ინსტალაცია/გაშვება და ინჟინრული მომსახურება საგარანტიო პერიოდში; საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები, უნდა შედიოდეს სრული საინჟინრო სერვისი, საქონლის წუნდების შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ წუნდებული საქონელი შეცვალოს შემსყიდველის მიერ დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე).

წინადადების წარდგენის საბოლოო ვადა: 2024 წელი, 30 აპრილი, 18:00 სათი.

საკონტაქტო პირი:

მარიამ მათეშვილი
ელ. ფოსტა: mmateshvili@megalab.ge
მობ: 595527850

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები