ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T22010 - ტენდერი ბანკის ვებ-გვერდის დიზაინისა და დეველოპმენტის შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს  “პროკრედიტ ბანკი” აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 2 ლოტად ბანკის ვებ-გვერდის დიზაინის და დეველოპმენტის შესყიდვაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ტენდერის მოთხოვნები:

  • ლოტი#1: ბანკის ახალი ვებ, გვერდის დიაზაინის შექმნა
  • ლოტი#2: ბანკის ახალი ვებგვერდის დეველოპმენტი

(მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ ფასი როგორც ორივე ლოტზე ასევე ერთ კონკრეტულ ლოტზე).

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ტექნიკური მოთხვნები.

დაინტერესებულმა პირებმა  განფასებასთან ერთად უნდა წარადგინონ:

შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მაისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

თამარ ვაჩნაძე
მარკეტინგის ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1310) 
E-mail: geo.marketing@procredit-group.com 

გიორგი ჩაკვეტაძე
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განყოფილება  
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1830) 
E-mail: geo.it.infrastructure@procredit-group.com

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com



ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა