ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22139 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს, საკანცელარიო საქონლის შესყიდვის მიზნით.

 წარმოსადგენი/გასათვალისწინებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #1 (ფასის წარმოდგენა შესაძლებელია, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან და თანმდევ მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით);
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
  • პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს/გააცნოს ბანკის შესაბამის ჯგუფს დანართი #1-ით გათვალისწინებული პროდუქციის შესაბამისი ნიმუშები
  • ტენდერში მონაწილეობით გამყიდველი ადასტურებს, რომ მისი საქმიანობა აკმაყოფილებს გარემოსდაცვით, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და შრომის მარეგულირებელი ყველა ნორმატიული აქტის მოთხოვნებს. ამასთან, ხსენებული მოთხოვნები გამყიდველის მიერ დაცული იქნება მყიდველთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

საკანცელარიო პროდუქციის შესყიდვის პროცესი:

  • შეკვეთა მომწოდებელთან:თვის ბოლო კვირის განმავლობაში, მომწოდებელი შეკვეთას მიიღებს წინასწარ განსაზღვრული ექსელის ფორმით, ელექტრონული სახით (e-mail), სადაც მითითებული იქნება ობიექტების ჩამონათვალი, მისამართი და შესასყიდი საკანცელარიო პროდუქციის სახეობები და რაოდენობები. 
  • საქონლის მიწოდება: უნდა განხორცილედეს, ბანკის სათაო ოფისსა და ფილიალებში, ყოველთვიურად, ადგილზე მიტანით (ტრანსპორტირებით), მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, შეკვეთიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში (მისამართების ჩამონათალი იხ. დანართი #2-ში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხსენებულ დანართში მითითებული მისამართები შესაძლებელია დაკორექტირდეს).
  • თვის განმავლობაში შესაძლებელია (საჭიროების შესაბამისად) ბანკის მხრიდან განხორციელდეს დამატებითი შეკვეთები,სხვადასხვა სახის საკანცელარიო პროდუქციაზე - მიწოდების ლოკაციების წინასწარი მითითებით.
  • შესასყიდი პროდუქციის მოცულობა: დანართ N1-ში მოცემულია წლის განმავლობაში საორიენტაციო შესასყიდი საქონლის სავარაუდო მოცულობები, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
  • დანართი #1-ით გაუთვალისწინებელი საქონლის შეკვეთა: ისეთი პროდუქციის შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული დანართი #1-ში, კონტრაქტორმა დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პროდუქციის მოძიება და დამკვთისთვის მიწოდება, მისთვის ფასის წინასწარ შეთანხმებით.
  • ანგარიშსწორება: საოპერაციო თვის ჭრილში მოწოდებულია პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება მოხდება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, ზედანდების და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (მოწოდებისას ზედანდების (მოწოდებული პროდუქციის შესაბამისობის) დადასტურება უნდა მოახდინოს ფილილის პასუხიმგებელმა პირმა)
  • ხელშეკრულება: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ორ წლიანი ხელშეკრულება

წინადადებების წარდგენა:

  • დოკუმენტები უნდა გამოეგზავნოს სს „ბაზისბანკს“ არაუგვიანეს 2024 წლის 17 მაისის 18:00 თბილისის დროით, შემდეგ მისამართზე: tenders@basisbank.ge
  • საკანცელარიო პროდქუციის ნიმუშების წარმოდგენა/გაცნობა უნდა მოხდეს სატენდერო განაცხადის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში

(ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შემთხვევაში-წარმოდგენილი ნიმუშები კონტრაქტის მოქმედების პერიოდში რჩება დამკვეთთან)

(იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მოწოდებული პროდუქცია იქნება უხარისხო/შეუსაბამობაში ხელშკეურლების გაფორმებამდე მოწოდებულ ნიმუშებთან, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა მომწოდებელთან)

დამატებითი ინფორმაცია:
გაგა ქემერტელიძე
+995579404894 

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა