ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22146 - ტენდერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურების აღწერილობა:

მომსახურების მომწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება, რაც თავის მხრივ მოიცავს:

  • კომპანიის საქმიანობის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან და აღნიშნულის ფარგლებში არსებულ მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან ან/და პოლიტიკებთან/პროცედურებთან.
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა. არსებული პროცესების შესწავლა, მათგან საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა, მითითებებს/რეკომენდაციებს მიცემა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით.
  • კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის , მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და მათთან კომუნიკაციის პოლიტიკის შემუშავება, პერსონალურ მონაცემთა წაშლის, შევსების, გასწორების, დამუშავების შეწყვეტის, განადგურების, დაბლოკვისა და განახლების პოლიტიკის, ასევე ვიდეო-აუდიო მონიტორინგის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის და სხვა შემუშავება.
  • კომპანიაში პროცესების წარმოებისას, ინფორმაციის მიმოცვლისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის კონტროლი.
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობის ფორმების შემუშავება ,როგორც დასაქმებულებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის/კონტრაგენტებისთვის;
  • შესაბამისობის შემოწმების/კონტროლის მექანიზმების შემუშავება.
  • კომპანიაში ვიდეო-აუდიო მონიტორინგის განხორციელების პროცესის შემოწმება
  • კომპანიაში შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების პროცესის შესაბამისობის შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან.
  • კონტრაქტორთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის შესაბამისობის შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან;
  • კომპანიის მიერ სადაზღვევო კომპანიებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის დასაქმებულთა მონაცემების, მიწოდების პროცესის შესაბამისობის შემოწმება.
  • კომპანიის პროდუქტების მომხმარებელთა მონაცემების დამუშავების შესაბამისობის შემოწმება, მათ შორის და არა მარტო უზრუნველყოს დაგროვებითი ბარათის და კომპანიის აპლიკაციის მფლობელთა მონაცემების დამუშავების წესის შესაბამისობის შემოწმება.
  • ფაილურ სისტემათა კატალოგის რეესტრის წარმოება,მისი შესაბამისობის შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან;
  • მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შემოწმება.
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების შემოწმება (ავტორიზებული წვდომები პერსონალურ მონაცემებზე; პერსონალური მონაცემების განცალკევებულ ადგილას შენახვა და ა.შ.);
  • შემოწმება/მონაწილეობა პერსონალურ მონაცემთა განადგურების პროცესში .

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, მიმართოს ყველა აუცილებელ ღონისძიებას და განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, მათ შორის:

  • მიიღოს რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან.
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს კომპანიის სათავო ოფისსა და მისი მართვის ქვეშ შემავალ ობიექტებში ვიზიტი.
  • შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, შეაფასოს შესაძლო რისკები და მიაწოდოს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია კომპანიას;

ანგარიშის/დასკვნის მომზადება:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ვალდებულია კომპანიას წარუდგინოს პერიოდული ანგარიში, საქმიანობის განხორციელების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
  • კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ვალდებულია დასკვნაში მიუთითოს:
    - შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის ოდენობა.
    - კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი რჩევა/რეკომენდაცია.
    - განუსაზღვროს კომპანიას ეფექტური მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფაში.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • სერვისის აღწერილობა დეტალურად
  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

დამატებითი ინფორმაცია:

  • სასურველია, რომ მომსახურების გამწევს გააჩნდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება და CIPP/E სერტიფიცირება.
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომსახურების ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 7 მაისიდან 2024 წლის 17 მაისის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
mariam.kuliashvili@orinabiji.ge
ტელ: 511 33 39 05

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები