
ჩაბარების ვადა:
15 თებერვალი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2224 - ტენდერი საკანცელარიო-სამეურნეო მასალების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს - ერთ ლოტად, საკანცელარიო–სამეურნეო მასალების შესყიდვის თაობაზე და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კვალიფიციურ პრეტენდენტებს.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები
- ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (იხილეთ დანართი)
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ სატენდერო დანართი გადმოტვირთონ კონკურსის ნომრის მითითებით.
მიწოდების პირობები:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა.
ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით
- ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლისა და წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიწოდებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
- წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
წინადადების გამოგზავნის წესი:
- პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. N23, ან ელექტრონულ მისამართზე: g.giorgobiani1988@gmail.com
წინადადების მიღების საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 თებერვალი, 14:00 სთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
მის.: თბილისი, ახვლედიანის ქ. N23
ელ. ფოსტა: g.giorgobiani1988@gmail.com;
ტელეფონი: +(995) 577 64 00 74;
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 39500000 ქსოვილის ნივთები
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია