
ჩაბარების ვადა:
17 თებერვალი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT2230 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შესყიდვის ობიექტია: მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მიწოდების ადგილი: მიწოდების ადგილად განისაზღვრება დამკვეთის მისამართი: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქუჩა N23
ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით
- ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
- წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
დამატებითი მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მთელი კორესპოდენცია და დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
- დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს/განახორციელოს, იჯარით გადასაცემი ავტომობილის „ტესტ დრაივი“ და ვიზუალური დათვალიერება. საბურავები, ძარის, ინტერიერის მდგომარეობა, ხმაურის დონე და სხვა. აღნიშნულს უნდა ესწრებოდეს როგორც დამკვეთის, ასევე შემსრულებლის წარმომადგენელი.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია დანართი #1-ის შესაბამისად.
- იჯარით გადასაცემი ავტომობილის ტექნიკური პასპორტი
- იჯარით გადასაცემი ავტომობილის ფოტომასალა
- ინფორმაცია შემსრულებლის შესახებ (ფ/პ-ის შემთხვავაში პირადობის მოწმობის ასლი, იურიდიული პირის შემთხვავაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან)
- პრეტენდენტის რეკვიზიტები.
- ფასების ცხრილი (დანართი 2)
წინადადების გამოგზავნის წესი:
- პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. N23, ან ელექტრონულ მისამართზე g.giorgobiani1988@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 17 თებერვლის 16:00 საათამდე.
საკონტაქტო პიროვნება: გიორგო გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი