
21 თებერვალი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2234 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის დისკური საკეტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის დისკური საკეტების შესყიდვაზე, 14/01-GIEC-P/BVALVE-17.
ტენდერი იყოფა სამ ლოტად:
ლოტი N1: დისკური საკეტი DN 350, PN 40, საპირწონითა და ბაიპასით - 2 ცალი;
ლოტი N2: დისკური საკეტი (ელექტრო) DN 80, PN 40 – 2 ცალი;
ლოტი N3: დისკური საკეტი DN 1000, PN 10 – 1 ცალი;
თითოეული ლოტისათვის ტექნიკური დავალება და ნახაზები იხილეთ დართულ ფაილებში.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ; შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში თითოეული ლოტისთვის. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერისა და ლოტის ნომერი; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 21 თებერვლის 14:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 88 11 66, საკონტაქტო პირი: ლერი ჭიპაშვილი.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები