ჩაბარების ვადა:

2 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22361 - ტენდერი სკამების დამზადებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ემკვადრატის პარკი 3 აცხადებს ტენდერს არშალ გელოვანის გამზირის მე-6, მე-7 და მე-9 კორპუსების გარე ტერიტორიისთვის სკამების დამზადებისა და მონტაჟის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დასახელება:

გარე ტერიტორიისთვის მრგვალი სკამებს დამზადებისა და მონტაჟის შესყიდვა მოცემული ობიექტებისთვის: 

  • მარშალ გელოვანის გამზირი N1, მეორე ფაზის მე-6 ბლოკი;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1, მესამე ფაზის მე-7 და მე-9;

შენიშვნა: 

  • გელოვანის მეორე ფაზისთვის (მე-6 კორპუსი) განკუთვნილი სკამების შესყიდვა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან განხორციელდება შპს ემკვადრატის პარკის მხრიდან;
  • მესამე ფაზისთვის (მე-7 და მე-9 კორპუსები) განკუთვნილი სკამების შესყიდვა განხორციელდება შპს ემკვადრატის პარკი 3-ის მხრიდან;

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • გელოვანის მე-6, მე-7 და მე-9 კორპუსებთან მოსაწყობია მრგვალი სკამები ხის გარშემო, რაოდენობები: მე-6 კორპუსი - 15 ერთეული, მე-7 კორპუსზე - 5 ერთეული და მე-9 კორპუსი -  6 ერთეული.
  • პარამეტრები: დიამეტრი 2.5მ, დასაჯდომის სიმაღლე 45სმ, კედლის სისქე - 10-15სმ. ნახევრად დასაჯდომი სკამი, რომლის შუაში უნდა დაიყაროს მიწა და ჩაირგოს ხე, შესაბამისად, გასათვალისწინებელია ეს საკითხი შეთავაზების წარმოდგენისას, რომ სკამი იყოს მყარი და მიწის ჩაყრისა და ხის დარგვის შემდეგ არ გამოვლინდეს რაიმე სახის ხარვეზი.
  • ეს სამუშაოების უნდა შესრულდეს Design Build მეთოდით, რაც ნიშნავს, რომ პოტენციურმა შემსრულებელმა თავად უნდა შეარჩიოს შესაბამისი მასალები, სკამების მოწყობის ტექნოლოგია და წარმოადგინოს ნახაზები, ისე, რომ ვიზუალი და ფერები იყოს სატენდერო განაცხადზე დართული ფოტოს შესაბამისი. 

ტენდერი წარიმართება II ეტაპად:  

I ეტაპი - დეტალური განფასების/კომერციული წინადადების წარმოდგენა, რაც მოიცავს როგორც გამოსაყენებელ მასალათა ჩამონათვალს, ასევე, მის სპეციფიკაციებსა და შესაბამისი განზომილების მითითებით ერთეულის ფასების წარმოდგენას. ასევე, სამონტაჟო პროცესის აღწერას.

II ეტაპი - წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, საუკეთესო შეთავაზების მქონე კომპანიას მიეცემა 7 დღე 1 ნიმუშის დასამზადებლად. დამკვეთის მხრიდან ნიმუშის მოწონებისა და დასტურის შემდეგ მოხდება აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.

ნიმუშის დასამზადებლად განსაზღვრული იქნება 7 დღე. 
ნიმუში დამზადებული უნდა იყოს უსასყიდლოდ. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური განფასება, რაც მოიცავს როგორცგამოსაყენებელ მასალათა ჩამონათვალს, ასევე, მათ სპეციფიკაციებსა და შესაბამისი განზომილებისმითითებით ერთეულის ფასების წარმოდგენას.
  • ფასების წარმოდგენა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების და ყველა იმ ოპერაცია/მასალის ჩათვლით, რაც შეიძლება საჭირო გახდეს სკამების დამზადებისა და მონტაჟისათვის. 

ამასთან შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • წარმოებისა და მონტაჟის ვადებს და მონაწილის თანხმობას, რომ შეძლებს დააკმაყოფილოს დამკვეთის მოთხოვნები;
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგარანტიო და გადახდის პირობების შესახებ; 
  • ასევე ინფორმაციას შესრულების გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე;
  • გეგმა-გრაფიკის, სამონტაჟო პროცესის აღწერასა და სკამის ნახაზებს.

მომსახურების/სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • მარშალ გელოვანის გამზირი N1, მეორე ფაზის მე-6 ბლოკის სკამების მიწოდება და მონტაჟის სავარაუდო პერიოდია 2024 წლის მეოთხე კვარტალი;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-7 ბლოკის სკამების მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისისა (შერჩეულ კომპანიასთან შესაძლებელია მოლაპარაკება შესრულების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით); 
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-9 ბლოკის სკამების მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისისა (შერჩეულ კომპანიასთან შესაძლებელია მოლაპარაკება შესრულების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით).

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

შესრულებული სამუშაოზე საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან, რომლის მოქმედების ვადა მონაწილე კომპანიამ თავად უნდა წარმოადგინოს. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

გარდა ამისა პორტფოლიო, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთებითა და შესრულებული სამუშაოების ინფორმაციის მითითებით.  

ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორების პირობები ჩამოყალიბდება სახელშეკრულებო ეტაპზე, თუმცა გადახდის სასურველი პირობები მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებასთან ერთად. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ავანსის ჩარიცხვამდე, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, მინიმუმ საავანსო ღირებულებაზე და მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან მინიმუმ 1 თვის განმავლობაში.

ხელშეკრულების  გაფორმება:

  •  გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • ხელშეკრულების მიხედვით სამონტაჟო სამუშაოების ვადის ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება, უსაფრთხოდ და უსასყიდლოდ შეუნახოს პროდუქცია დამკვეთს მისივე ფართში.

სხვა მოთხოვნა:

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის2 ივნისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვების წარმომადგენელი:

სალომე ქოქიაშვილი
მობ: 579 91 22 33
ელ. ფოსტა:  sqoqiashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 მაისი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა