
ჩაბარების ვადა:
22 თებერვალი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2237 - ტენდერი ქეთერინგის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ქეთერინგის მომსახურების შესყიდვაზე 14/01-GIEC-S/CAT-17
მომსახურების აღწერა:
- მზა კერძების, კვების პროდუქტების, საჭირო დანამატებისა (მარილი, პილპილი, შაქარი), და აქსესუარების (ხელსაწმენდი, კბილის ჩხირი) მიწოდება „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ადმინისტრაციულ ოფისში:
- საკვები უნდა დამზადდეს ახალი პროდუქციით. - თანამშრომლების საორიენტაციო რაოდენობა - 130 ადამიანი;
- მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ადმინისტრაციული ოფისი (GIG PLAZA).
- არსებული სასადილო დარბაზის ფართობი: 70 კვ. მეტრი:
- მომსახურების გაწევის პერიოდში დამკვეთის მიერ მოხდება მომსახურე კომპანიისათვის არსებული ფართის ნაწილის (36 კვ. მეტრი) იჯარით გადაცემა - ფასი 370 ლარი თვეში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. - გადახდა მოხდება თანამშრომლების მიერ შემდეგი მეთოდით:
- ნაღდი ანგარიშწორება;
- პლასტიკური ბარათი. - სადილის დრო - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 13:00 – 16:00 საათამდე:
- ამ პერიოდის მანძილზე სასადილოში უნდა იყოს მომსახურე პერსონალი; - ინფორმაცია სასადილო დარბაზის, აღჭურვილობისა და ინვენტარის შესახებ გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
- მინიმუმ ერთი (რეკომენდირებულია სამი) სარეკომენდაციო წერილი;
- დეტალურად გაწერილი მენიუ ფასებით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (100 გრამზე, 1 ცალზე, 1 ულუფაზე და ა.შ კერძის შესაბამისად);
- მენიუს მრავალფეროვნება ჩაითვლება დადებით ნიუანსად; - სადილის პერიოდში მომსახურე პერსონალის რაოდენობა, მოვალეობები (ჭურჭლის მრეცხავი, საჭმლის გამცემი, ა.შ);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: გიორგი ჩაფიძე. g_chapidze@gig.ge ; 595 07 35 02.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 22 თებერვლის 15:00; საათი;
ტენდერის (დახურული) განხილვა მოხდება: 2017 წლის 22 თებერვალს;
შერჩეულ პრეტენდენტებთან საჭმლის დეგუსტაცია გაიმართება 23.02.2017 – 24.02.2017 წინასწარ შეთანხმებულ დროს.
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება