
ჩაბარების ვადა:
1 მარტი 2017, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT2249 - ტენდერი ჰიდროაგრეგატისთვის საკონტაქტო რგოლების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მასალის, კერძოდ ჰიდროაგრეგატისთვის საკონტაქტო რგოლების შესყიდვაზე 17/01-GIEC-P/CR-17
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- შესასყიდი რაოდენობა - 1 კვანძი
- დეტალური სპეციფიკაცია და ნახაზები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი 1-ის სახით ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2. - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში თითოეული. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 1 მარტი.
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები