
24 თებერვალი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2260 - ტენდერი ფოლადის ხამუთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ფასთა გამოკითხვას მასალის: ფოლადის ხამუთების შესყიდვაზე. ტენდერის # 21/02-SAQN-P/СLAMP-17
შესასყიდი მასალის სპეციფიკაცია:
- ლითონის ხამუთები დართული ნახაზის თანახმად (დანართი N1).
- წლის განმავლობაში შესასყიდი რაოდენობა - 26,200 ცალი;
- მიწოდების გრაფიკი, დანართი N2-ის მიხევით.
შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დანართი № 3 სახით სრულად შევსებული (მასალა: ფოლადი 3, ფოლადი 20);
- ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13; - ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ზვიად ჭანტურიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 33 77 39.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 თებერვალი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.
ტენდერის კატეგორია:
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
- 14700000 ძირითადი ლითონები