
17 მარტი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2307 - ტენდერი სოფელ გრემში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები - პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში აცხადებს კომპანიების შესარჩევ კონკურსს ყვარლის მუნიცეპალიტეტის სოფელ გრემში (მიწის საკადასტრო კოდი 57. 10. 53. 009) არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.
განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი.
- სასურველია პრეტენდენტების მიერ სამუშაოების განხორციელების ადგილის მონახულება. სატენდერო კომიტეტი აღრიცხავს ყველა მონაწილეს, რომელიც ინახულებს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარების ადგილს და მხედველობაში მიიღებს სატენდერო დოკუმენტების განხილვის დროს.
- სავალდებულოა! ყველა მონაწილე დაესწროს შეთავაზებების გახსნის პროცედურას.
- დოკუმენტაციაში მითითებული ფასები არ უნდა შეიცავდეს დ.ღ.გ.-ს
- გადახდები მოხდება ლარებში პერიოდულად შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შესაბამისად.
- პროექტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ივნისი!
პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2017 წლის 13 მარტს 13:00 საათზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 17 მარტი. 15:00 საათი. ამავე დღეს 16:00 საათზე მოხდება შეთავაზებების გახსნა.
ტენდერის განხილვა ჩატარდება 2017 წლის 21 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ ოფისში 13:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, არჩილ ქურდიანის ქ. # 21. (დიდუბე, დინამოს სტადიონთან)
"თანადგომა“ არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის
საკონტაქტო პირები :
გიორგი გაგუა, ელ. ფოსტა – finance@tanadgoma.ge მობ: 599 39 05 72
ვაჟა კასრელიშვილი, ელ.ფოსტა: - kasrelishvili@tanadgoma.ge ; ან vazhakasrelishvili@gmail.com მობ:: 599 98 63 68
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება