21 მარტი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2318 - ტენდერი დერატიზაციის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 21 მარტი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს თბილისისა და რეგიონის სერვის ცენტრების, ექსპრეს სერვის ცენტრებისა და ოფისების მომსახურება შემდეგ სამუშაოებზე:
- დერატიზაცია
 - დეზინსექცია
 - დეზინფექცია
 - ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავება
 
| # | გეგმიური სამუშაოები | ფასი 1 კვ. მეტრზე | |
| 1 | გეგმიური | ||
| # | არაგეგმიური სამუშოები რეგიონების მიხედვით | ფართი კვ.მ | ფასი 1 კვ. მეტრზე | 
| 2 | თბილისი | 55500 | |
| 3 | შიდა ქართლი  ქვემო ქართლი მცხეთა-მთიანეთი  | 
2600 | |
| 3800 | |||
| 200 | |||
| 4 | კახეთი | 4000 | |
| 5 | იმერეთი  სამცხე-ჯავახეთი  | 
5700 | |
| 1300 | |||
| 6 | აჭარა  გურია-სამეგრელო  | 
5400 | |
| 4800 | 
შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი მოთხოვნები:
- გეგმიური სამუშაოების შემთხვევაში საფასური უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე მომსახურების ფასს 1კვ/მ-ზე;
 - არაგეგმიური სამუშაოების ფასი გულისხმობს ფასს ოთხი მომსახურებიდან ნებისმიერ ერთ მომსახურებაზე, 1 კვ/მ-ზე.
 - სამუშაოები უნდა შესრულდეს საკუთარი მასალით, ინვენტარითა და სამუშაო ძალით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით.
 - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებების ხარისხის სერთიფიკატები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა;
 - მიმწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო/სადეზინსექციო/სადეზინფექციო/ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის.
 - პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და ქვეწარმავლებისგან დასაფრთხობი ღონისძიებების ხელახალი ჩატარება უსასყიდლოდ, თუ მიწოდებული მომსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნება შედეგიანი, რაც გამომჟღავნდება სამუშაოს ჩატარებიდან 1 თვის განმავლობაში.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 14 მარტიდან – 2017 წლის 21 მარტის ჩათვლით;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
 - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1–ის, პროდუქტი #2–ის და ა.შ გასწვრივ.
 - გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
 - კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
 
გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ბესიკ ქიტიაშვილს +995 (555) 000778
სატენდერო საიტზე დარეგისტრირებასთან და ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: თეონა არდოტელს +995 (577) 120570
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მარტი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=712&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება