
3 აპრილი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2340 - ტენდერი ეზოს მოწყობა/მოპირკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე სკოლის კამპუსს აშენებს.
მშენებლობის დამკვეთი ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან ქვემოთ მითითებული სამუშაოები შეასრულონ და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.
- მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის და მასთან არსებული ბაღისთვის ახალი შენობის აშენება.
- მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი.
- მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067.
- შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა.
- მშენებლობის დასაწყისი: 2017 წლის აპრილის დასაწყისი/აპრილის შუა რიცხვები
- შენობის დასრულების ვადა: ეზოს მოწყობისა და მოპირკეთების სამუშაოების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ივლისი.
მცენარეების დარგვა უნდა მოხდეს 2017 წლის ნოემბერში.
სამუშაოს აღწერა:
სკოლისთვის განკუთვნილი 8.300 კვ.მ ეზოს მოწყობა/მოპირკეთება და მცენარეების დარგვა.
შესასრულებელი სამუშაო:
- სკოლის ღობის მშენებლობა ფუნდამენტის ჩათვლით
- ბეტონის კედლები
- ნიადაგის სამუშაოები
- ფილების დაგება
- მცირე ელექტრო სამუშაოები
- გამწვანება/მცენარეების დარგვა
- სარწყავი სისტემები
გადახდის ფორმა:
- წინასწარი გადახდის გარეშე
- ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაო აღიწერება და ჩაბარდება, ამის შემდეგ ქვითრის გაცემიდან 30 დღეში მოხდება თანხის გადახდა. პირველი გადახდა მოხდება მინიმუმ 2 თვეში.
ტენდერში მონაწილოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 მსგავსი დასრულებული პროექტი (ეზოს მოწყობა/მოპირკეთება)- მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში
- მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება
- დაახლ. 1 მლნ. ლარი მინიმუმი წლიური ბრუნვა
- გენერალურ კონტრაქტორად მუშაობის გამოცდილება
- გერმანულ/ინტერნაციონალურ სამშენებლო პირობებით მუშაობის გამოცდილება
- ინტერნაციონალური უსაფრთხოების ზომების დაცვა
დაინტერესებულ ფირმებს მოთხოვნის საფუძველზე გავუგზავნით შემდეგ დოკუმენტაციას:
- გეგმები
- შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა
- ხელშეკრულების ნიმუში
ამისათვის მიმართეთ: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ ყველა დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლოთ და თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში ორშაბათის ჩათვლით - 2017 წლის 3 აპრილი (18:00 სთ-მდე), შემდეგ მისამართზე მოგვაწოდოთ:
- თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
- ბატონი გიორგი ხუბულური
- ლვოვის ქ. 56
- 0160 თბილისი/საქართველო
წარწერით: „კონფიდენციალური ტენდერი-შემოთავაზება– გთხოვთ არ გახსნათ“
წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:
- ფირმის პრეზენტაცია
- რეკომენდაციების სია მშენებლობის დამკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით
- ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ფირმაში დასაქმებულთა სია, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
- წლიური ბრუნვის დეკლარაცია
- დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ კომპანიას არ აქვს საგადასახო დავალიანება
- ხარჯთაღრიცხვები (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი)
- ხარჯთაღრიცხვები (ელექტრონული სახით Excel-ის ფორმატში CD დისკზე)
გთხოვთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ელექტრონული ფოსტით არ გამოაგზავნოთ!
ტენდერის მიმდინარეობისას შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ანდრე ნიკიშ
ჯი ეი ნიკიშ, გერმანული არქიტექტურა & დიზაინი
თამარაშვილის ქ. 13, კორპუსი 7, ბინა 1
თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 595596354
ელ.ფოსტა.: a.niekisch@ganiekisch.ge
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები