
ჩაბარების ვადა:
10 აპრილი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2375 - ტენდერი საბურავების მოწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სხვადასხვა ტიპის საბურავების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 29/03-GIG-P/TY-17
შემსყიდველი კომპანიების ჩამონათვალი:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
- შპს „ნეოგაზი“;
- შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
- შპს „მტკვარი ენერჯი“;
- შპს „გლობალ ტრანსი“;
ტენდერის დეტალები:
- გამარჯვებულ კომპანიას(ებ)თან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
- შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;
- წლის მანძილზე შესასყიდი საბურავების ტიპები და მათი სავარაუდო რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე;
- წინადადებები მიიღება რამდენიმე ალტერნატიულ საბურავზე. - ინფორმაცია შემოთავაზებული საბურავების ბრენდის/წარმომავლობის შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ. უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც არ მოითხოვს ავანსს;
- ინფორმაცია მიწოდების პირობებისა და ვადების შესახებ:
- კომპანიას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა,რომ მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველს მიაწოდოს პროდუქცია შემდეგ ლოკაციებზე მიენიჭება უპირატესობა:
- ქ. თბილისი;
- ქ. გარდაბანი;
- თეთრიწყაროს რაიონი სოფ. დურნუკი;
- ქ. ტყიბული; - პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- საბურავებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: თამაზ ყვავილაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 95;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 აპრილის 14:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის