ჩაბარების ვადა:

17 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23802 - ტენდერი 17 ცალი ნახევრად სატვირთო ნახევრად სამგზავრო (4X4-ზე, 5 კაციანი - ორ რიგიანი კაბინით) ღია სატვირთო ძარიანი (ბორტიანი) მიკროავტობუსების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს 17 ცალი ნახევრად სატვირთო ნახევრად სამგზავრო (4X4-ზე, 5 კაციანი - ორ რიგიანი კაბინით) ღია სატვირთო ძარიანი (ბორტიანი) მიკროავტობუსების შესყიდვაზე.

1.2 შესასყიდი მიკროავტობუსების ტექ. მახასიათებელი:

დანართ N1-ის პირველ შიტზე (ტექნუკური მახასიათებლები) მოცემულია შესაძენი 17 ცალი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები რომელსაც პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს.

სულ ჯამურად შესასყიდი მიკროავტობუსები:

 ნახევრად სატვირთო ნახევრად სამგზავრო (4X4-ზე, 5 კაციანი - ორ რიგიანი კაბინით) ღია ბორტიანი ავტომობილი - 17 ცალი

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო ინფორმაცია და ფასები (ლარში) დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) მეორე შიტზე მოცემული ცხრილის მიხედვით

პრეტედენს შუეძლია შემოთავაზება გააკეთოს ერთი ან რამოდენიმე მოდელით. რამოდენიმე მოდელის შემთხვევაში დანართი N1 უნდა აიტვირთოს შემოთავაზებული მოდელების მიხედვით ცალ-ცალკე.

1.4 ავტომობილის მიწოდების მოქმედების ვადა:

პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროთ დანართი N1-ის მეორე შიტზე მოწოდების ვადა. უპირატესობა მიენიჭება უადრეს მოწოდების ვადას.

1.5 ავტომობილის მიწოდების ფორმა და ადგილი:

ავტომობილის გაყვანა  გამყიდველის სერვის ცენტრიდან (მხოლოდ ქალაქ თბილისის სერვის ცენტრები);  

ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტედენტის მიერ დანართ N1-ის მეორე შიტზე შემოთავაზებული გადახდის პირობის მსგავსად. უპირატესობა მიანიჭება კონსიგნაციის ვადას. 

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • კომპანიის განახლებული ამონაწერი ტენდერის გამოცხადების მომენტიდან;
  • დანართი N1- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • ავტომობილის ტექ. მახასიათებელი და სრული კომპლექტაცია სასურველია ორ ნაზე ქართული და ინგლისური (დანართ N1-ის შესაბამისად)
  • საგარანტიო პირობა და სასურველია ასევე საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
  • საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები;
  • ავტომობილის სურათები (სალონის ჩათვლით);
  • საგარანტიო პერიოდში ძირითადი აგრეგატების როგორიცაა - ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი - მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეკეთების ვადები

1.8 GWP-ის განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • შემოთვაზებული საქონელი არ უნდა იყოს ჩინური წარმოების;
  • საგარანტიო პერიოდი უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 2 წელზე; უფრო დიდ საგარანტიო ვადას მიენიჭება უპირატესობა;
  • სასურველია მონაწილემ წარადგინოს, საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
  • პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პერიოდში ძირითადი აგრეგატების როგორიცაა - ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი - მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეკეთების ვადები;
  • პრეტედენტს უნდა ჰოქნდეს თბილისში სერვისის ცენტრის მინიმუმ ერთი ლოკაცია;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის გაფორმება შემსყიდველის სახელზე საკუთარი ხარჯებით;
  • პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული მიკროავტობუსების სრული კომპლექტაცია; სასურველია ორ ენაზე: ქართული და ინგლისური

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • დანართი N1- ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელოწერილი, ასევე ექსელის ფორმატში;
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით. 

1.8 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

1.9 სხვა მოთხოვნა:

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 სექტემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 50506

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 სექტემბერი 2024 დრო 17:30
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა