
ჩაბარების ვადა:
10 აპრილი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2387 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის ელექტროდების მოწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სხვადასხვა ტიპის ელექტროდების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 01/04-GIG-P/ELC-17
ტენდერის დეტალები:
- გამარჯვებულ კომპანიასთან ან კომპანიებთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
- შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;
- წლის მანძილზე შესასყიდი ელექტროდების ტიპები, დანიშნულება და მათი სავარაუდო რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დანართში N1.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადებები მიიღება როგორც მოთხოვნილი ელექტროდების ტიპებზე, ისე მათ ანალოგებზე;
- წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე (კომპანიას თუ არ გააჩნია თითოეული ტიპის ელექტროდი, შეუძლია წარმოადგინოს წინადადება იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც მისთვის შესაძლებელია); - შემოთავაზებული ელექტროდების ხარისხის სერტიფიკატები (მისაღებია ასლები წარმოდგენა);
- შემოთავაზებულის ელექტროდების მწარმოებლის წარმომადგენლობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (სასურველია);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ. უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც არ მოითხოვს ავანსს;
- ინფორმაცია მიწოდების პირობებისა და ვადების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- ელექტროდებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: თეიმურაზ ჩიჩუა. საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 აპრილის 15:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები