
13 აპრილი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2393 - ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული მომსახურეობის მოწოდებაზე.
მომსახურების სახე:
პოლიგრაფიული საქონლის ბეჭდვა (იხ. თანდართული ფაილი) მოხდება ყოველი კონკრეტული შეკვეთისას, თანდართულ ფაილში მითითებული ტირაჟის გათვალისწინებით. პროდუქციის დამზადება და მოწოდება უნდა მოხდეს დამკვეთის სათაო ოფისში, თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3, თანდართულ ფაილში მითითებული ვადების გათვალისწინებით;
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- სატენდერო განაცხადი;
- ფასთა ნუსხა (პოლიგრაფიული პროდუქციის ჩამონათვალი);
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბიმის სფეროში მუშაობის გამოცდილება მინ: 2 წელი.
აუცილებელი პირობა:
- მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:
- ფასთა ნუსხა, როგორც ნაბეჭდი კომპანიის ბლანკზე, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ასევე ელექტრონული სახით CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე (ლარში დღგ-ს და ტრანსპორტირების ჩათვლით, თანდართულ დოკუმენტში მოცემული ჩამონათვალის და ტირაჟის მიხედვით);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- სარეკომენდაციო წერილი, (მინიმუმ სამი, ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საბანკო ამონაწერი, ბოლო 3 თვის (შესაძლებელია CD-ით ან მეხსიერების ბარათით)
- შევსებული და ხელმოწერილი „შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3 .
კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა.);
- ტენდერის დასახელება: „ტენდერი პოლიგრაფიული მომსახურეობის მოწოდებაზე“;
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის, 13 აპრილი (18:00სთ.).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე Andro.Tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00(2008).
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები