
ჩაბარების ვადა:
13 აპრილი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2399 - ტენდერი სასერვერო ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“აცხადებს ტენდერს სასერვერო ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე.
შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტექნიკური პირობები:
- შემოთავაზებული ტექნიკა უნდა იყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული მწარმოებლის მიერ (მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით), დამზადებული ორიგინალი პროდუქტი
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ( ე.წ. MAF - Manufacturer Authorization Form )
- შემოთავაზებულ ბრენდს საქართველოში უნდა ჰქონდეს ერთი ან მეტი ავტორიზებული სერვის ცენტი
- პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ფასების ცხრილი უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის ზუსტ დასახელებას, მოდელს და სპეციფიკაციას
- პრეტენდენტ კომპანიას ადგილზე უნდა ყავდეს მინიმუმ 3 სერტიფიცირებული სპეციალისტი
- პრეტენდენტ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ბოლო 1 წლის განმავლობაში შემოთავაზებული მწარმოებლის ანალოგიური ტექნიკის დანერგვის/გაყიდვის 2 პროექტის ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტი ან SPA ნომერი.
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში საქართველოში.
- პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს მოხსნილი წარმოებიდან.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 13 აპრილი, 14:00 საათი.
საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე
საკონტაქტო ნომერი: 0322 49 64 44 (285) მობ: 995 577 00 49 49
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები