
24 აპრილი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2418 - ტენდერი დასამონტაჟებელი სათამაშო ინვენტარის მოწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე სკოლის კამპუსს აშენებს.
მშენებლობის დამკვეთი ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან ქვემოთ მითითებული სამუშაოები შეასრულონ და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.
- მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის და მასთან არსებული ბაღისთვის ახალი შენობის აშენება
- მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი
- მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067
- შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
- ვადა: სათამაშო ინვენტარის მოწოდება უნდა დასრულდეს 2017 წლის 15 ივლისამდე
სამუშაოს აღწერა:
დასამონტაჟებელი სათამაშო ინვენტარის მიწოდება სკოლის კამპუსის ეზოში.
გადახდის ფორმა:
- წინასწარი გადახდის გარეშე
ტენდერში მონაწილოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 მსგავსი დასრულებული პროექტი - მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში
- მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება
- ევროპული/საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშაობის გამოცდილება
- საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
დაინტერესებულ ფირმებს მოთხოვნის საფუძველზე გავუგზავნით შემდეგ დოკუმენტაციას.
ამისათვის მიმართეთ: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge
- გეგმები
- შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ ყველა დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლოთ და თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში ორშაბათის ჩათვლით - 2017 წლის 24 აპრილი (18:00 სთ-მდე), შემდეგ მისამართზე მოგვაწოდოთ:
- თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
- ბატონი გიორგი ხუბულური
- ლვოვის ქ. 56
- 0160 თბილისი/საქართველო
წარწერით: „კონფიდენციალური ტენდერი-შემოთავაზება– გთხოვთ არ გახსნათ“
გთხოვთ, მიქციოთ ყურადღება!
სკოლა 10 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაკეტილია. თქვენი განაცხადი უნდა მოგვაწოდოთ 2017 წლის 24 აპრილს.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:
- ფირმის პრეზენტაცია
- რეკომენდაციების სია საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით
- ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- წლური ბრუნვის დეკლარაცია
- დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ კომპანიას არ აქვს საგადასახო დავალიანება
- ხარჯთაღრიცხვები (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი)
- ხარჯთაღრიცხვები (ელექტრონული სახით Excel-ის ფორმატში CD დისკზე)
გთხოვთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ელექტრონული ფოსტით არ გამოაგზავნოთ!
ტენდერის მიმდინარეობისას შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ანდრე ნიკიშ
ჯი ეი ნიკიშ, გერმანული არქიტექტურა & დიზაინი
თამარაშვილის ქ. 13, კორპუსი 7, ბინა 1
თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 595596354
ელ.ფოსტა.: a.niekisch@ganiekisch.ge
ტენდერის კატეგორია:
- 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები