
ჩაბარების ვადა:
20 აპრილი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2431 - ტენდერი ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #11/04-GIEC-S/TRP-17
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
ლოტი N1:
- ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩა N2-ში მდებარე თბოელექტროსადგურის N3 ბლოკის 3ტ ТДЦ 200000/220-У1 ტრანსფორმატორის საშუალო შეკეთება (სამუშაოს დაწყების დრო: 2017 წლის პირველი მაისი):
- ტრ-ის ორივე გამფრქვევ სარქველზე დეფექტების აღმოფხვრა;
- სილიკაგელის ორივე ავზის ზედა და ქვედა ჩამკეტების შეკეთება;
- ზეთის გაჟონვების აღმოფხვრა; - ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩა N2-ში მდებარე თბოელექტროსადგურის N3,4 ბლოკების სამარქაფო კვების 20ტ ТДНС-16000/110У1 ტრანსფორმატორის საშუალო შეკეთება (ზეთის გაჟონვების აღმოფხვრა); (სამუშაოების დაწყების დრო 2017 წლის 15 მაისი);
ლოტი N2:
- კასპის რაიონის სოფ. იგოეთში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „იგოეთი ჰეს“-ის ТМ1800/10 ტრანსფორმატორის რემონტი:
- ჟონვების ადგილების აღმოფხვრა;
- შუასადებების შეცვლა;
- შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით;
- დიაგნოსტიკა და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის წარმოდგენა (ფოტოების დართვით); - კასპის რაიონის სოფ. იგოეთში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „იგოეთი ჰეს“-ის ТМ4000/35 ტრანსფორმატორის რემონტი:
- ჟონვების ადგილების აღმოფხვრა;
- შუასადებების შეცვლა;
- გადამრთველის (РПШ)-ის გაუქმება და ერთ ფიქსირებულ პოზიციაში დატოვება (სსეკ-თან შეთანხმებით);
- გაზური რელეს, ზეთის დონის მაჩვენებლის ტრ-ის ტემპერატურული მაჩვენებლის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა;
- ტრ-ის შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით;
- დიაგნოსტიკა და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის წარმოდგენა (ფოტოების დართვით);
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ლაბორატორიული გამოცდის ოქმები თითოეული ლოტისათვის, სამუშაოების საორიენტაციო მოცულობა ლოტი N1-ისთვის, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილებში.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება თითოეული ლოტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესაზებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
- ლოტი N1: კახაბერ უნგიაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 50 37 35
- ლოტი N2: მალხაზ სამინავა. საკონტაქტო ნომერი: 577 62 62 40
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 20.04.2017, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება