
ჩაბარების ვადა:
21 აპრილი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2432 - ტენდერი ზაფხულის ფეხსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მასალის: ზაფხულის ფეხსაცმლის შესყიდვაზე #11/04-NEO-P/SN-17
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ფეხსაცმელი (კეტასის სტილის, დაბალყელიანი, თასმიანი შესაკრავით) – 305 წყვილი;
- ფერი - შავი, შავ ძირზე;
- მასალა - ნატურალური ტყავი.
ზომები რაოდენობების მიხედვით დაზუსტდება შემსრულებლის მიერ თითოეული ზომის ნიმუშის წარმოდგენის შემდეგ ერთი კვირის ვადაში.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ის სახით;
- ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კილომეტრი. - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი მიწოდების ჩამონათვალი: კლიენტის დასახელება, მოცულობა და პერიოდი).
- შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში:
- შენიშვნა: პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს რამოდენიმე ნიმუში, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ნიმუშის მარკირება ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი დაკავშირება კომერციულ წინადადებაში მითითებულ თანხასთან/თანხებთან.
- ნიმუშის ფასით მარკირება აკრძალულია;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელ. ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი ფეხსაცმელთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 21 აპრილის 15:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18800000 ფეხსაცმელი