5 ნოემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T24326 - ტენდერი სამეურნეო/სახარჯი მასალების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 29 ოქტომბერი 2024 დრო 15:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2024 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამეურნეო/სახარჯი მასალების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით
ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
| 
 პროდუქტი  | 
 რაოდენობა  | 
| 
 MDF-ის წებო 200ML + 50 GR (AKFIX)  | 
 288  | 
| 
 MDF-ის წებო 500ML + 125 GR (AKFIX)  | 
 1,008  | 
| 
 ბრელოკი (ფოტო)  | 
 10,368  | 
| 
 გასაღებების ასასხამი ტროსი (20 მეტრი)  | 
 200  | 
| 
 კემპზე სამუშაო ხელთათმანი  | 
 120  | 
| 
 მეტალის დასაზეთი სპრეი WD40 - 200 მლ.  | 
 240  | 
| 
 მეტალის დასაზეთი სპრეი WD40 - 400 მლ.  | 
 230  | 
| 
 მეტალის დასაზეთი სპრეი A40 400 მლ.  | 
 60  | 
| 
 პლასმასის ხამუთი 300 მმ - 100 ც. შეკვრა  | 
 1,200  | 
| 
 საიზოლაციო ლენტი  | 
 800  | 
| 
 სამუშაო ხელთათმანი  | 
 3,600  | 
| 
 სამღებრო სკოჩი  | 
 40  | 
| 
 სამღებრო საწური  | 
 1,200  | 
| 
 სილიკონის გერმეტიკი  | 
 500  | 
| 
 შედუღების მავთული (5კგ) (08 მმ)  | 
 50  | 
| 
 შესაფუთი წებვადი ლენტი - გამჭვ. - 45 MM * 400 M (LINEX)  | 
 48  | 
ძირითადი მოთხოვნები:
- გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება
 - შემოთავაზებული პროდუქტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის
 - მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2024 წლის იანვარში
 - ანაზღაურება - პროდუქციის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
 - მოწოდების მისამართი ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
 
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 ნოემბერი, 15:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
 - 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
 - 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
 - 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები