
ჩაბარების ვადა:
26 აპრილი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2435 - ტენდერი სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 12/04-GIG-P/UNI-17
ტენდერის დეტალები:
- შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;
- წლის მანძილზე შესასყიდი უნიფორმების ტიპები, სპეციფიკაცია და მათი სავარაუდო რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დანართში N1.
- შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას დანართი N1-ში გაწერილი პოზიციები შეისყიდოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.
შემსყიდველი ორგანიზაციები:
- შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი). მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13;
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
- შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა
- შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა. მისამართი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N88.
- შპს გლობალ ტრანსი. მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფ. დურნუკი;
- შპს საქინვესტი. მისამართი: ქ. თბილისი, რამოდენიმე მისამართი.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე (კომპანიას თუ არ გააჩნია თითოეული პოზიცია მოცემილი ჩამონათვალიდან შეუძლია წარმოადგინოს წინადადება იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც მისთვის შესაძლებელია);
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე; - შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები (ბრენდირების გარეშე);
- შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან.
- ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქციის მოთხოვნიდან, მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: გიორგი ჩაფიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 07 35 02;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 26 აპრილის 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები