15 ნოემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T24493 - ტენდერი სწრაფი გადახდის ტერმინალის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 8 ნოემბერი 2024 დრო 12:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 ნოემბერი 2024 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სწრაფი გადახდის ტერმინალის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე 2 წლის ვადით.
შესყიდვის ობიექტი:
- სწრაფი გადახდის ტერმინალების დასუფთავება - თბილისი (გარე)
 - სწრაფი გადახდის ტერმინალების დასუფთავება - რეგიონი (გარე)
 - სწრაფი გადახდის ტერმინალების დასუფთავება - (შიდა)
 
ძირითადი მოთოხვნები
სიხშირე:
- ქალაქი თბილისი - თვეში ექვსიდან-რვამდე, გარემო პირობებიდან გამომდინარე;
 - რეგიონები თვეში ოთხჯერ, გარემო პირობებიდან გამომდინარე;
 - შიდა ლოკაციები (თბილისი-რეგიონები) - თვეში ერთხელ;
 - დასუფთავებებს შორის დაცული უნდა იყოს პროპორციული ვადა
 
მომსახურების სტანდარტი
- დასუფთავდეს სწრაფი გადახდის ტერმინალის კორპუსი, საწვიმარი, საწვიმრის მინა, ეკრანი, ნოტიო ტილოთი და სპეციალური ხსნარით;
 - თვეში ერთხელ მოშორდეს სწრაფი გადახდის ტერმინალს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი სპეციალური ხსნარით;
 - მოშორდეს სწრაფი გადახდის ტერმინალზე დაკრული სტიკერი, პულივიზატორით ან საღებავით დატანილი წარწერა;
 - ყოველ დასუფთავებაზე მიეწოდოს დამკვეთს ინფორმაცია ფოტოსურათით, სწრაფი გადახდის ტერმინალზე აღმოჩენილი კოროზიის, დაზიანებული საწვიმრის მინის, მასზე არსებული საღებავის (რომელიც არ შორდება მეტალს) ან სხვა ხარვეზის შესახებ;
 - მანიშნებელი სტიკერები - შეამოწმოს სწრაფი გადახდის ტერმინალზე არსებული მანიშნებელი სტიკერები, დაზიანების ან არ არსებობის შემთხვევაში დასუფთავების შემდგომ შეცვალოს/დაასტიკეროს;
 - დაზიანების საფრთხე - შემსრულებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ისეთი საშუალებებით რომელიც არ გამოიწვევს მოწყობილობის დაზიანებას, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი წნევით არ მოხდეს სითხის მისხმა;
 - მოახდინოს რიგგარეშე დასუფთავება დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 8 საათის შუალედში;
 - გამოყენებული საწმენდი საშუალებები უნდა იყოს ბიოლოგიურად დაშლადი და არ უნდა იყოს მომხმარებლების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი;
 - შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს საკუთარი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
 
რეპორტინგი:
- შემსრულელი ვალდებულია მიაწოდოს დამკვეთს ინფორმაცია დასუფთავებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;
 - ყოველი თვის ბოლოს მიაწოდოს დამკვეთს რეპორტი შესრულებული სამუშაოების შესახებ, სწრაფი გადახდის ტერმინალის ID-ის და მისამართის მითითებით;
 - მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს დამკვეთს სწრაფი გადახდის ტერმინალების ფოტოები.
 
წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:
- მომსახურების ფასს ერთეულზე
 - გამოყენებული მასალებისა და დასუფთავების ტექნოლოგიების აღწერას
 - რეკომენდაციებს მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ მინიმუმ 3 კომპანიიდან
 
ანაზღაურება:
მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში ყოველთვიურად.
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 
დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 15/11/2024 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი, 15:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
 - 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები