
4 მაისი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT2483 - ტენდერი ფარმაცევტული პროდუქციის მომწოდებელთა შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ თავის დაზღვეულთათვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აცხადებს კონკურს 2017 წლის მაისიდან 1 (ერთი) წლის მანძილზე ფარმაცევტული პროდუქციის მომწოდებელთა შერჩევის მიზნით.
გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკონკუროსო კრიტერიუმებზე (შესაბამისი უმაღლესი შეფასების პრიორიტეტიდან უმცირესისკენ):
- ფარმაცევტული პროდუქციის ფასი 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში (ფარმაცევტული პროდუქცია დანართი #1 შესაბამისად);
- ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოსადმი“ მომწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასდაკლების სისტემა;
- მომწოდებლის მიერ ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოსადმი“ შეთავაზებული დაზღვეულთა მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების სისტემა;
- სახელშეკრულებო პერიოდში მომწოდებლის მიერ ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოსადმი“ პროდუქციის ფასებზე ინფორმაციის ყოველდღიური განახლების სისტემა;
- ფარმაცევტული პროდუქციის მომწოდებლის სრული პროდუქციის ჩამონათვალი და ფასი 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით;
- პროდუქციის რეალიზაციის პუნქტების ნუსხა საქართველოს მაშტაბით;
- დამატებითი შეთავაზება ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოსადმი“;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს როგორც ნაბეჭდი (ხელმძღვანელის პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული სახით ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 2017 წლის 4 მაისის 16:00 სთ-მდე მისამართზე: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. #88/15 (III სართული), ასევე ელექტრონული სახით შემდეგ საფოსტო მისამართებზე: tchikhladze@gpih.ge ktskhadadze@gpih.ge
კონკურსით შეირჩევა რამოდენიმე მომწოდებელი კომპანია, რომლის შესახებაც გადაწყვეტილების მიღება მოხდება არაუგვიანეს 2017 წლის 20 მაისისა.
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები