
22 მაისი 2017, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT2499 - ტენდერი ავტო ბენზინ გასამართი სადგურის რებრენდინგზე (ოზურგეთი)
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო ბენზინ გასამართი სადგურის რებრენდინგზე (ოზურგეთი).
მომსახურების აღწერა:
- შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია-ს საიჯარო საკუთრებაში არსებული ავტო ბენზინ გასამართი სადგურის რებრენდინგის შესყიდვაზე.
მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: ქალაქი ოზურგეთი, თაყაიშვილის 69# ს/კ 26.26.15.003 - სამუშაოების მოცულობები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე; - ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ 34# ( პიქსელის შენობა 6 სართული) საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე s.karseladze@gulf-ge.com Mob: 577 00 49 49
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 22 მაისი 1 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები