15 მაისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2514 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვა/მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 მაისი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის შესყიდვა, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში:
| # | დასახელება | აღწერა | ფასი | 
| 1 | ბალონი | 19 ლ. | |
| 2 | ერთჯერადი ჭიქა | 100 ც. | 
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები
- მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, წყლის ჩამოსასხმელი დისპენსერები უსასყიდლოდ მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე, საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 360 ობიექტს;
 - შემოთვაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს თბილისსა და რეგიონების მაშტაბით;
 - თბილისის მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს. (მაგ: შეკვეთა მიიღეს ორშაბათს დღის პირველ ნახევარში, სამშაბათს დღის ბოლომდე ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს.)
 - რეგიონების მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან ორი დღის ვადაში. (მაგ: შეკვეთა მიიღეს ორშაბათს დღის პირველ ნახევარში, ოთხშაბათს დღის ბოლომდე ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს.)
 - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად, მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 8 მაისიდან 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის გასწვრივ;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ბესო ქიტიაშვილი
 ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4619)
 მობ.:(+995 555) 000778 / ელ-ფოსტა: bkitiashvili@bog.ge 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 მაისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=735&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 41100000 ბუნებრივი წყალი