22 მაისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2532 - ტენდერი რადიოკავშირგაბმულობის სისტემების შესყიდვა/ მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 22 მაისი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს რადიოკავშირგაბმულობის სისტემების შესყიდვა/ მომსახურებაზე:
| # | საქონლის დასახელება/აღწერა | რაოდენობა | ფასი | 
| 1 | ციფრული ხელის რადიოსადგური (MOTOROLA DP1400) | 70 | |
| 2 | ციფრული ხელის რადიოსადგური (MOTOROLA SL1600) | 2 | |
| 3 | ანალოგური ხელის რადიოსადგურის, "MOTOROLA DP1400"-ის ციფრულ რეჟიმზე გადასაყვანი ელექტრონული გასაღები | 39 | |
| 4 | ხელის რადიოსადგურის აკუმულიატორი (NNTN4851A) | 40 | |
| 5 | ხელის რადიოსადგურის ყურსასმენი (PMLN6530A) | 200 | |
| 6 | საბაზო სადგური (MOTOROLA DM1600) | 2 | |
| 7 | ციფრული რეტრანსლატორი (SLR5500) | 2 | |
| 8 | რადიოკავშირის ცენტრალიზებული მართვის პროგრამული უზრუნველყოფა | 1 | |
| 9 | ქ. თბილისში ანძის მომსახურება ორ ერთეულ ციფრულ რეტრანსლატორზე | 1 | 
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი მოთხოვნები:
- ხელის რადიოსადგურების კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს: EU სამუხტით, NNTN4851A მოდელის აკუმულიატორით, მცირე ზომის ანტენით და ქამარზე სამაგრით);
 - რეტრანსლატორის და საბაზო სადგურის კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ფუნქციონირების და მონტაჟსათვის ყველა საჭირო აქსესუარით;
 - მომწოდებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შემოთავაზებულ სისტემებზე, მწარმოებლის ოფიციალური სერთიფიკათი;
 - მოწოდების ვადები: 1 თვე;
 - გარანტია: მინ. 2 წელი;
 - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოვწეროთ მეილზე: tenders@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 22 მაისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=739&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
 - 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
 - 35700000 სამხედრო ელექტრონული სისტემები
 - 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები