
5 ივნისი 2017, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT2541 - ტენდერი გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.
სამუშაოების მოცულობა:
- არსებული დაზიანებული ასფალტის საფარზე დაზიანებული უბნების მოხსნა, 10 სმ სისქის ასფალტის დაგება - 8,000 მ2 ჯამური დასაგები რაოდენობა
- არსებული დაზიანებული ბეტონის საფარზე დაზიანებული უბნების მოხსნა, ბეტონის სისქე უნდა იყოს 18-20 სმ, 8 მმ ლითონის ბადით, დაშორება 20 სმ, ბეტონის მარკა - 300. ჯამური ბეტონის სამუშაოების ფართობი შეადგენს - 1,500 მ2
- სამუშაოების განსახორციელებელი ადგილები და პროექტი იხილეთ თანდართულ ფაილებში
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ადგილზე სიტუაციის უკეთ შესასწავლად.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ბოლო ათი წლის განვალბაში.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჯავჯავაძის N34 (პიქსელის შენობა) 6 სართული გალფის სათაო ოფისი, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. საკონტაკტო პირი, სოსო ქარსელაძე 577 00 49 49 ელ:ფოსტა s.karseladze@gulf-ge.com დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 5 ივნისი 13:00 საათამდე
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები