
ჩაბარების ვადა:
25 მაისი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT2548 - ტენდერი სამთო დამხმარე აღჭურვილობაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს - სამთო აღჭურვილობაზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მიწოდების ადგილი: მიწოდების ადგილად განისაზღვრება დამკვეთის მისამართი: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქუჩა N23
ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით
- ანგარიშსწორება მოხდება ერთჯერადად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
- წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
დამატებითი მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მთელი კორესპოდენცია და დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები.
- ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (იხილეთ დანართი 1)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. N23, ან ელექტრონულ მისამართზე: g.giorgobiani1988@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 25 მაისის 16:00 საათამდე.
საკონტაქტო პიროვნება: გიორგო გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 37400000 სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი)
- 39500000 ქსოვილის ნივთები
- 39700000 საოჯახო ტექნიკა