19 ივნისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2598 - ტენდერი აკუმულატორების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 19 ივნისი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს აკუმულატორების შესყიდვაზე (უწყვეტი კვების წყაროები, გენერატორები).
შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები
- საგარანტიო პერიოდი: 2 წელი;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
 - საქონლის შესყიდვა მოხდება რეგულარულად, სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
 - ანგარიშსწორება მოხდება ყოველ ჯერზე საქონლის მოწოდების შემდეგ;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 12 ივნისიდან 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დეტალური შეთავაზება, მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში, სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ავთანდილ სალუქვაძე
 ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4252)
 მობ.:(+995 577) 74 02 83
 ელ-ფოსტა: asalukvadze@bog.ge 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 19 ივნისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=746&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები