
ჩაბარების ვადა:
10 ივლისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2663 - ტენდერი გაჟღენთილი ხის განძელების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს“საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მასალის: გაჟღენთილი ხის განძელების შესყიდვაზე #30/06-SAQN-P/TIE-17
შესასყიდი მასალის სპეციფიკაცია:
- გაჟღენთილი ხის განძელი - 230მმ*160მმ*1500მმ;
- აუცილებელი პირობა: სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 1500 მმ-სა;
- რაოდენობა-2,680ცალი;
შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული;
- ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13; - ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით:თეიმურაზ ჩიჩუა. საკონტაქტო ნომერი:591931010.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10ივლისი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.
ტენდერის კატეგორია:
- 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები