ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T26641 - ტენდერი ევექსის ვებგვერდის დამზადებაზე

  • გამომცხადებელი: ევექსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 6 ივნისი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 ივნისი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს ევექსის ვებგვერდის დამზადებაზე  ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით 

ტენდერის გამოცხადება - 5 ივნისი  2025
სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება -19 ივნისი 2025
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 1 ივლისი 2025
ხელშეკრულების გაფორმება - 8 ივლისი 2025

სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს:

  • ტენდერის პირობებს
  •  დანართი №1 განფასება და გეგმა/გრაფიკი
  • დანართი №2 აფიდავიტი
  • დანართი №3 ბრიფი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 ივნისი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

დიანა ბიჩელაშვილი
dbichelashvili@evex.ge
+995 555 004 949

ტენდერის კატეგორია:

  • 72400000 ინტერნეტმომსახურებები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გავეცანი ტენდერის დოკუმენტაციას, რომელიც ეხება ევექსის ახალი ვებსაიტის შექმნას, და ამასთან დაკავშირებით მაქვს ორი შეკითხვა: პირველ რიგში, გთხოვთ განმარტოთ, შეუძლია თუ არა ტენდერში მონაწილეობა მცირე ბიზნესს, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს პროექტის სრულ ციკლს: ვებსაიტის დიზაინს, განვითარებას, SEO ოპტიმიზაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ასევე მაინტერესებს, რა არის პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადა. კონკრეტულად, რამდენი დროა გამოყოფილი ვებსაიტის შექმნის ყველა ეტაპისთვის - დაგეგმვიდან საბოლოო მიწოდებამდე? გავეცანი ტენდერის დოკუმენტში აღნიშნულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც სატენდერო წინადადება ძალაში უნდა დარჩეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. გთხოვთ, დააზუსტოთ, აღნიშნული ვადა მხოლოდ წინადადების ვალიდურობას გულისხმობს, თუ მოიცავს პროექტის საერთო ვადებსაც. წინასწარ გიხდით მადლობას დამატებითი ინფორმაციისთვის. პატივისცემით, პაპუნა ცხვედიანი DigitalOoze