ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26807 - ტენდერი მანგანუმის საბადოს მიწისქვეშა მოპოვების ოპტიმალური მართვის მოდელის მომზადებასა და ოპტიმალური გამდიდრების მოდელის განსაზღვრაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სელბაი ლიმითედი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

  • ტენდერის დასახელება: ტენდერი მანგანუმის საბადოს მიწისქვეშა მოპოვების ოპტიმალური მართვის მოდელის მომზადებასა და ოპტიმალური გამდიდრების მოდელის განსაზღვრაზე
  • შეთავაზებების მიღება იწყება: 16.06.2025 18:00
  • შეთავაზებების მიღება მთავრდება: 08.07.2025 18:00

ტექნიკური დავალება:

1. ჭიათურის მანგანუმის საბადოს მიწისქვეშა მოპოვების ყველაზე ოპტიმალური მართვის მოდელის მომზადება, რომელიც მოიცავს:

  • საბადოს მიწისქვეშა მოპოვების ნაწილის შეფასება  გეოლოგიურ/ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით;
  • მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კონკრეტულ მოპოვების უბნებზე მადნის მოპოვებითი  სამუშაოების ინდივიდუალური პროექტირება, მოპოვების ყველაზე თანამედროვე,ოპტიმალური ტექნოლოგიების, შრომის ორგანიზებისა და საშტატო-სტრუქტურული ერთეულების განსაზღვრა;
  • მოპოვებული მადნის გადარჩევა/წინასწარი დამუშავება მეორე პუნქტით გათვალისწინებული გამდიდრების პროცესის მაქსიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით.

2.  პირველ საკითხზე მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე ოპტიმალური გამდიდრების მოდელის განსაზღვრა, რომელიც მოიცავს:

  • არსებული გამდიდრების ინფრაქსტრუქტურის ტექნოლოგიური შეფასება.
  • მადნის ტიპების, სისქისა და შემცველობის ვარიაციების მიხედვით  გამდიდრების ტექნოლოგიის მოდერნიზება გამდიდრების მაქსიმალური მაჩვენებლების მიღების მიზნით.
  • ლოჯისტიკურ/ტექნოლოგიურ სქემის ოპტიმიზაცია.
  • მოდერნიზების ტექნიკური და სანებართო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შლამების მართვა/დასწყობების საკითხის ჩათვლით.

ას  დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მითითებულ მეილზე გამოგვიგზავნოთ კითხვარი, რომლის შევსებისა და მოწოდების საფუძველზე შეძლებთ წინადადების მომზადებას. 

      მადლობა და გისურვებთ წარმატებას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 08.07.2025 18:00;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
g.kvanchakhadze@sbl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა