
11 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27051 - ტენდერი ლიცენზიების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 ივლისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ლიცენზიების შესყიდვაზე.
მომსახურების აღწერილობა:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პრეტენდენტმა შეავსოს ფასების ცხრილი (დანართი #1)
- პრეტენდენტებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადსტურებელი დოკუმენტი მწარმოებლისგან.
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას.
- გადახდის პირობა: უპირატესობა მიენიჭება 45 დღიან კონსიგნაცია.
- პროდუქციის განახლება ხდება მოთხოვნის შესაბამისად.
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ლიცენზიების ეტაპობრივი შეძენის შესაძლებლობა წლის განმავლობაში (თვეების მიხედვით), ისე რომ დამატებით შეძენილი ლიცენზიების ვადა გაიწეროს პროპორციულად და დასრულდეს იმავე თარიღს, რაც საწყის ლიცენზიებს. მიზანია, რომ ყველა ლიცენზიის ვადა ერთიანად იწურებოდეს და საბსქრიბშენის განახლება მოხდეს ერთდროულად.პროდუქციის ყიდვა მოხდება თვეების მიხედვით, განახლების ერთი კონკრეტული თარიღის მიხედვით
- ფასი უნდა იყოს ფიქსირებული 1 წლის ვადით.
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერა მინიმუმ 1 წლის ვადით ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, მათ შორის:
- პრობლემის შეტყობინებიდან 1 სამუშაო დღეში რეაგირება
- მწარმოებლის მხარდაჭერის ესკალაციის პროცესის უზრუნველყოფა
- სახელმძღვანელოების ან ოფიციალური დოკუმენტაციის მიწოდება მოთხოვნის შემთხვევაში
- ყველა ლიცენზია უნდა იყოს Cloud-based / Subscription Model ,აქტივაცია უნდა მოხდეს Microsoft-ის ოფიციალური პლატფორმის საშუალებით;
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ლიცენზიის ადმინ პანელზე გამოჩენა Orinabiji-ის Microsoft Tenant-ში
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ოფიციალური წერილი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აქვს უფლება რეალიზაცია გაუწიოს Microsoft-ის პროდუქტებს საქართველოში;
- ·შერჩეულმა მომწოდებელმა არ უნდა დაარღვიოს Microsoft-ის ლიცენზირების პოლიტიკა და უნდა დაიცვას End User License Agreement (EULA) მოთხოვნები.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge
ტენდერის ვადა განისაზღვრება 2025 წლის 02 ივლისიდან 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
- პრეტენდენტმა შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელის, შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
- გადახდის პირობა (დანართი N1);
*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.
აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:
- დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
შენიშვნები:
შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები ან /და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით მოცემულზე მეტი რაოდენობით შეისყიდოს.
შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 11 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა: nato.kobalava@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48500000 საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები