
11 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27053 - ტენდერი ანტივირუსის პაკეტის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 ივლისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ანტივირუსის პაკეტის შესყიდვაზე.
მომსახურების აღწერილობა:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პრეტენდენტმა შეავსოს ფასების ცხრილი (დანართი #1)
- პრეტენდენტებმა უნდა გამოგზავნოს შემოთავაზება ანტივირუსის პაკეტის შესყიდვასთან დაკავშირებით, მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- უპირატესობა მიენიჭება ESET Endpoint Antivirus NOD 32 შემოთავაზებას, რომელიც მოიცავს EDR კომპონენტს;
- პრეტენდენტებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პარტნიორბის დამადსტურებელი დოკუმენტი მწარმოებლისგან.
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ლიცენზიების ეტაპობრივი შეძენის შესაძლებლობა წლის განმავლობაში (თვეების მიხედვით), ისე რომ დამატებით შეძენილი ლიცენზიების ვადა გაიწეროს პროპორციულად და დასრულდეს იმავე თარიღს, რაც საწყის ლიცენზიებს. მიზანია, რომ ყველა ლიცენზიის ვადა ერთიანად იწურებოდეს და საბსქრიბშენის განახლება მოხდეს ერთდროულად.
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას;
- მოწოდების ვადა: 5 დღე
- გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30 დღე;
სპეციფიკაციები:
- ცენტრალური სამართავი პანელი;
- ცენტრალური სამართავი პანელის AD-სათან კავშირის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის კომიუტერებში და სერვერებზე, ანტივირუსის და აგენტის პროდუქტის სრული დეპლოიმენტი (ინსტალაცია დეინსტალაცია, ვერსიების განახლება, ლიზენზიების მინიჭება და ა.შ);
- მწარმოებლისგან მხარდაჭერის უზრუნველყოფა 24/7;
- ცენტრალურ სამართვ პანელში, ლაივ სტატუსის, რეპორტინგის, კომპიუტერების ფიზიკური და პროგრამული ინფოს ნახვის შესაძლებლობა;
- მომხმარებლის პლათფორმის ნაკლები რესურსების გამოყენება;
- ოპერაციული სისტემები მხარდაჭერა: Windows 10, Windows 11, Windows Server 2022, Windows Server 2016, Windows Server 2019, Fedora, Ubuntu, Debian
- ანტივირუსის მინიმალური მოთხოვნები: Antivirus and Antispyware, virtualization support, Host-Based intusion Prevention System, Exploit Blocker, Advanced memory Scanner, Cross Platform Protection, Anti Phishing, Device control. Real-time file System Protection, Network Attack Protection (IDS), Botnet Protection, Web Access Protection, Email Client Protection,
- შეთავაზება უნდა მოიცავდეს ანტივირუსის სისტემასთან ერთად EDR (Endpoint Detection and Response) ფუნქციონალს, რომელიც უზრუნველყოფს საფრთხეების პროაქტიულ იდენტიფიკაციას, რეალურ დროში ანალიზს და ინციდენტებზე რეაგირებას.
- EDR მექანიზმი უნდა მოიცავდეს შემდეგს:
- საფრთხეების იდენტიფიკაცია და ავტომატური რეაგირება,
- პროცესების, ფაილების და ქსელური აქტივობის მონიტორინგი,
- ინციდენტების დეტალური ლოგირება და ანალიზი,
- საეჭვო ქცევის კორელაცია და ავტომატური იზოლაცია,
- ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების საშუალებები (Containment, Remediation),
- Threat hunting-ის შესაძლებლობა,
- MITRE ATT&CK ჩარჩოს მხარდაჭერა,
- ინტეგრაციის მხარდაჭერა SIEM სისტემებთან.
- უნდა გააჩნდეს Tamper Protection ფუნქციონალი, რომელიც იცავს ანტივირუსისა და EDR-ის აგენტს არასანქცირებული გამორთვისა და დეინსტალაციისგან.
- უნდა უზრუნველყოს ცენტრალიზებული მართვის კონსოლი, რომელიც იძლევა როლებზე დაფუძნებულ წვდომას (Role-Based Access Control), პოლიტიკების მართვას და ინციდენტების მონიტორინგს რეალურ დროში.
- უნდა გააჩნდეს Automated Remediation და Rollback მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს ინფიცირებული სისტემის ავტომატურ აღდგენას თავდასხმის შემდეგ.
- უნდა ჰქონდეს ქცევაზე დაფუძნებული დაცვა Offline რეჟიმში — სისტემამ უნდა შეძლოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რეაგირება ინტერნეტის არქონის შემთხვევაშიც.
- უნდა გააჩნდეს ღია ინტეგრაციის შესაძლებლობა REST API-ისა და PowerShell მოდულების მხარდაჭერით, რათა შეძლოს ერთიანად მართვა და ინტეგრაცია SIEM, CMDB ან სხვა IT ავტომატიზაციის სისტემებთან.
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის განახლება ხდება მოთხოვნის შესაბამისად.
- პროდუქციის ყიდვისას არ უნდა იყოს შეზღუდვა რაოდენობაზე.
- პროდუქციის ყიდვა მოხდება თვეების მიხედვით, განახლების ერთი კონკრეტული თარიღის მიხედვით;
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge
ტენდერის ვადა განისაზღვრება 2025 წლის 02 ივლისიდან 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
- პრეტენდენტმა შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელის, შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
- გადახდის პირობა (დანართი N1);
*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.
აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:
- დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
შენიშვნები:
შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები ან /და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით მოცემულზე მეტი რაოდენობით შეისყიდოს.
შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 11 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა: nato.kobalava@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები