
31 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT27206 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე „ნეოგაზის“ ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის
- გამომცხადებელი: გაზ ენდ პეტროლ კომპანი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ აცხადებს ტენდერს ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე „ნეოგაზის“ ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 220 ცალი;
- აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 220 ცალი;
- აგგს-ის გამმართველის ზამთრის ბრენდირებული ქუდი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 160 ცალი.
შენიშვნა:
- რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.
- ქსოვილის ტონალობა და ლოგოს დატანის მეთოდი შეთანხმდება შემსყიდველთან.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- სპეც. ტანსაცმლის დიზაინები - Design
- შპს ნეოგაზის ლოგოტიპი (ქართული და ინგლისური) - Logo
- სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური პარამეტრები - დანართი_N1
- კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი_N2
შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი N121;
- შესაბამისობის სერტიფიკატები და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეორეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია;
- შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის (მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში).
წინადადების წარდგენის წესი:
I ეტაპი: დოკუმენტაცია/ კომერციული წინადადება უნდა გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ. ფოსტაზე echachanidze@neogas.ge არაუგვიანეს 2025 წლის 31 ივლისისა;
II ეტაპი: კომერციული წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში (აუცილებელია!) მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N117.
შესასყიდი პროდუქციის მოწოდების წესი და ვადები:
სპეც.ტანსაცმლის დამზადება და მოწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 15 ოქტომბრისა) შემდეგი პირობებით:
(ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მომწოდებლებმა უნდაუზრუნველყოს თითოეული დასახელების სრულყოფილი ბრენდირებული ნიმუშის მოწოდებატექნიკურ დახასიათებაში მითითებული ზომების მიხედვით.
(ბ) დამკვეთი დააზუსტებს რაოდენობებს ზომების მიხედვით ნიმუშების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში და გადასცემს დაზუსტებულ შეკვეთას მომწოდებელს. მომწოდებელმაუნდა უზრუნველყოს შეკვეთის შესრულება და დამკვეთისათვის ჩაბარება დაზუსტებულიშეკვეთის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
საკონტაქტო პირი: ესმა ჩაჩანიძე ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge საკონტაქტო ნომერი: (599) 67-14-14
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 31 ივლისი 18:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი