
30 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T27356 - ბაზრის კვლევა ბრენდირებული ბომბერის შეყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 ივლისი 2025 დრო 13:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივლისი 2025 დრო 18:00
ბაზრის კვლევის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ბრენდირებულ „ბომბერზე“.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
მონაწილეობის პირობები
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
მოთხოვნები:
პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- განხორციელებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი მსგავსი პროექტი.
- მინ. ორი რეკომენდაცია მსგავსი პროექტების დამკვეთებისგან.
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და საკუთარი წარმოება.
- კვლევაში მონაწილე კომპანიამ, მოთხოვნილი ნიმუში უნდა წარმოადგინოს, კვლევის დასრულებიდან მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში. მის. გაგარინის 29ა. (ნიმუშისთვის საჭირო მასალებს გაგიზიარებთ კლევის დასრულების შემდეგ
- კლევის ფარგლებში, კომპანიამ უნდა შემოგვთავაზოს ფოტოს შესაბამისი ბომბარის განფასება და აღწერილობა. კომპანიებს შეუძლიათ პრეზენტაციის სახით შემოგვთავაზონ რამდენიმე ტიპი დეტალური აღწერილობით, რა ქსოვილით და ტექნოლოგიით შეძლებს წარმოებას. ბრენდირებისთვის კომპანიას შეუძლია განსაზღვროს მასიური ნაქარგი/შოლკოგრაფია ზურგზე. მიუთითოს თითოეული ვერსიის შესაბამისი წარმოების ვადა და ბიუჯეტი. ხოლო tenders.ge-ს ფასის ველში მიუთითეთ ყველაზე ბიუჯეტური ვერსიის ფასი. მაგალითისთვის იხ. ფოტოები.
- შეკვეთის სავარაუდო რაოდენობაა 9000 ცალი. ზომების სავარაუდო დაყოფა M/L/XL თანაბარი გადანაწილებით.
- თითოეული მათგანი მოთავსებული უნდა იყოს ინდივიდუალურ შეუთვაში.
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025, 30 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარი ტონია
t.tonia@bog.ge
ტელ: 577 313 613
ტენდერის კატეგორია:
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი