ჩაბარების ვადა:

8 აგვისტო 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27436 - ტენდერი სატრანსპორტო სქემების მომზადებაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 4 აგვისტო 2025 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 აგვისტო 2025 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 4 აგვისტო 2025 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, საიდენტიფიკაციო კოდი: 203826002) იწვევს მონაწილეობის მისაღებად (ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარსადგენად) კვალიფიციურ პრეტენდენტებს, შემდეგი სამუშაოს შესყიდვისათვის (A25A100379): სატრანსპორტო სქემების მომზადება, როგორც ახალი დაერთები (მცირე ზომის), ასევე სარეაბილიტაციო პროექტებისათვის 

ტენდერი ცხადდება 2 ლოტად;

ლოტი N1- მოიცავს სატრანსპორტო სქემების მომზადებას ახალი დაერთები პროექტებისათვის და რომელიც უნდა განხორციელდეს თანდართული დანართი N1-ს (ტექნიკური დავალების) შესაბამისად; 

ლოტი N2- მოიცავს სატრანსპორტო სქემების მომზადებას სარეაბილიტაციო პროექტებისათვის და რომელიც უნდა განხორციელდეს თანდართული დანართი N2-ს (ტექნიკური დავალება N2) შესაბამისად.  

პრეტენდენტს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა როგორც ერთ, ასევე ორივე ლოტში. გასათვალისწინებელია, რომ თოთოეული ლოტისათვის დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ტექნიკურ და ფინანსურ შეთავაზებას, ცალ-ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი და რომელიც დასათაურებული უნდა იყოს შესაბამისად (მაგალითად- „ლოტი N1“).

ინსტრუქცია:

  • სატენდერო წინადადებების (ტექნიკური და ფინანსური შეთავაზების) წარდგენა უნდა განხორციელდეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინსტრუქციების დაცვით;
  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის  8 აგვისტო 17:00 საათი;
  • ფინანსური შეთავაზების და განფასების მომზადებისას გამოსაყენებილი ვალუტა არის ლარი. შეთავაზების ჯამური ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს გადასახადების ჩათვლით (მათ შორის დღგ-ს);
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს 90 კალენდარულ დღეს,წინადადებების მიღების ბოლო ვადიდან;
  • დამკვეთი უფლებამოსილია დააწესოს და განსაზღვროს ტენდერის ვადები, შეცვალოს სატენდერო პირობები, მოახდინოს პრეტენდენტების ინფორმირება დროულად, ან/და შეწყვიტოს სატენდერო პროცედურა, გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერ დროს;
  • დამკვეთის მიერ შექმნილი სატენდერო კომისია მოახდენს წინამდებარე ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენას, ამავე დოკუმენტში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასება განხორციელდება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური შეთავაზებების განხილვის საფუძველზე;
  • დამკვეთი უფლებამოსილია შეარჩიოს კონტრაქტორი გამოცდილების, სამუშაოების შესრულების ვადისა და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით,
  • დამკვეთი არ არის ვალდებული პრეტენდენტებს მიაწოდოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების ან/და შეფასების პროცესის შესახებ ინფორმაცია;   
  • დამკვეთი უფლებამოსილია მოახდინოს ნებისმიერი ინფორმაციის, რომელიც მიღებულ იქნა პრეტენდენტისგან, გადამოწმება და ასევე მიიღოს პრეტენდენტისა და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია; არასწორი, ფალსიფიცირებული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
  • დასუზტებების მოთხოვნა და შეკითხვები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობით ფორმატში, და ამ მიზნებისათვისათვის გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • მიუღებელია ნებისმიერი ზეპირი მოთხოვნა;
  • დამკვეთი არ აგებს პასუხს იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულ იქნა სხვა წყაროებიდან;
  • სატენდერო პროცედურაში მონაწილეობის მიღებისათვის, პრეტენდენტი უნდა იყოს დარეგიტრირებული www.tenders.ge  საიტზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია განთავსებულია www.tenders.ge, დანართის სახით; 

ტექნიკური დავალება:

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N 1-ში მოცემულია ტექნიკური დავალება ლოტი N1-სთვის; ხოლო დანართ N2-ში მოცემულია ტექნიკური დავალება ლოტი N2-სთვის.

სატენდერო წინადადების ფორმატი და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

წინადადების წარდგენის მომენტისათვის, პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს რომ არ იმყოფება:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

რომელიმე ზევით მითითებულის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი გაეთიშევა შერჩევის პროცეს. 

ტექნიკური და ფინანსური შეთავაზების წარდგენა უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული სტრუქტურისა და ინსტრუქციების შესაბამისად:

ტექნიკური შეფასების კრიტერიუმები:

  • პრეტენდენტის ზოგადი ინფორმაცია- უნდა მოიცავდეს როგორც კომპანიის ისტორიას, ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, ასევე თანამშრომელთა რაოდენობას და მსგავსი შესრულებული სამუშაოების შესახებ შეჯამებას.  
  • შესაბამისი სამუშაოს გამოცდილება - მინიმუმ სამი პროექტის აღწერილობა, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაო ლოკაციას, დამკვეთს და მიმდინარე პროექტთან შესაბამისობას/რელევანტურობას. დამკვეთს აქვს უფლება მოითხოვოს, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების კონტრაქტის ასლების,მიღება-ჩაბარებების აქტების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის წარდგენა.
  • ქვეკოტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კომპანიის სახელწოდებას, მისათვის განსაზღვრული სამუშაოების ჩამონათვალს და კვალიფიკაციის აღწერას.
  • ტექნიკური გუნდი – პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ ტექნიკური გუნდის აღწერა, რომელიც მიმაგრებული იქნება აღნიშნული სამუშაოს შესრულებაზე. აღწერაში მოცემული უნდა იყოს ჩართულ პირთა რაოდენობა, მათი როლები და პასუხისმგებლობები. აღწერას თან უნდა ერთოდეს გუნდის წევრების CV-ები ( მოთხვნის შემთხვევაში). უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელსაც ლოტი N1 ან/და ლოტი N1 და ლოტი N2-ით განსაზღვრული სამუშაოს მოცულობის შესრულებისათვის ჩართულ პირთა რაოდენობა 10 ან მეტია.  
  • ტექნიკური შეთავაზება: აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა (მეთოდოლოგია), წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, გამონაკლისები, პირობები და დაშვებები.

     

ფინანსური შეთავაზება- აღნიშნულ ნაწილში მითითებული უნდა იყოს, როგორც სამუშაოს შესრულების ჯამური თანხა თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე. დამატებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გადახდის გრაფიკი და პირობები თითოეული ლოტისათვის. გასათვალისწინებელია, რომ ლოტი N1 სთავის ფასის წარმოდგენა უნდა მოხდეს ყოველთვიური ასანაზღაურებელი ოდენობის სახით, მაშინ როდესაც ლოტი N2 სათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ანაზღაურების განსხვავებული მეთოდი, კერძოდ კი, თითოეული სატრანსპორტო სქემის ღირებულება; 

სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ. 

თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

გარდა ზემოთ მითითებული დოკუმენტებისა, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინო დანართ N 1 ( ტექნიკურ დავალებით) მოთხოვნილის სხვა დოკუმენტებიც. 

პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელი უნდა მოაწეროს კონტრაქტორის მართვის გეგმაზე. 

შენიშვნა: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტი წარმოადგენს საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

გადახდის პიროებები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ამავე დოკუმენტაციაზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ პრეტენდენტთან ვერ მოხეხრდა შეთანხმების მიღწევა სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით, დამკვეთი უფლებამოსილია გააგრძელოს მოლაპარაკება, შემდეგ პრეტენდეტთან, რომლის წინადადებაც ჩაითვლება მისაღებად. 

უსაფრთხოების წესები:

სატენდერო წინადადების ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა დაასტუროს, რომ ის, მის მიერ შემოთავაზებული შრომითი ძალა, ასევე ქვე-კონტრაქტორები მზად არიან შეასრულონ დამკვეთის, ასევე საქართველოში არსებული/მოქმედი  უსაფრთხოების წესები და მოთხოვნები. პრეტენდენტი, რომელსაც გაუფორმდება ხელშეკრულება ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი თანამშრომლები და მოახდინოს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტებისა და ნორმების დაცვა, დამკვეთის „საიტზე“ სამუშაოს შესრულების პროცესში.  

კონფიდენციალურობა:

წინამდებარე ტენდერის ყველა დოკუმენტი, სპეციფიკაცია, გეგმა, ნახაზი და დანართი არის დამკვეთის საკუთრება. პრეტენდენტებს არ აქვთ უფლება გადასცენ/გაავრცელონ/გაავრცელონ ისინი მესამე მხარეს ან გამოიყენონ ისინი რაიმე მიზნით, გარდა ამ წინადადების მომზადებისა.

დამკვეთის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი და პრეტენდენტებისთვის მიცემული ინფორმაცია განიხილება, როგორც კონფიდენციალური და ამ კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებელნი არიან როგორც დამკვეთი, ასევე პრეტენდენტები.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

 პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტენზიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 8 აგვისტო, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: 555 68 93 98 

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); +995 595 22 66 94 

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები