
13 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27451 - ტენდერი shop.tegetamotors.ge-ს გადაწერის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 31 ივლისი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 აგვისტო 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს shop.tegetamotors.ge-ს გადაწერის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით
განსაკუთრებული მოთხოვნები: წინადადება მიიღება მხოლოდ დანართ N1-ში მითითებული ყველა ფუნქციონალის გათვალისწინებით (რაც უნდა შესრულდეს პროექტის ფარგლებში).
2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
- შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
3. განფასების მოთხოვნის პირობები:
- ფასების მიწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით
4. ანგარიშსწორების პირობა:
ყველა წარდგენილი წინადადება გადამოწმდება, ხოლო გამარჯვებულ შემსრულებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრება კონკრეტული პირობები, შესრულების ვადები და გადახდის გრაფიკი.
5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
- ფასების ცხრილი, დანართი №1-ის გათვალისწინებით, სადაც მითითებული იქნება შესრულების ვადები და გადახდის გრაფიკი. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით, სკანირებული და ხელმოწერილი ვერსია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
- კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.სხვა საკითხებზე მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge;
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72400000 ინტერნეტმომსახურებები
მადლობა
FCP, LCP, TTI პუნქტები დაკავშირებულია საიტის კონტენტთან, რა ფოტოებს/მასალებს ატვირთავთ გვერდზე და ა.შ. შესაბამისად, შემსრულებლის მხრიდან მხოლოდ ოპტიმიზაციით ვერ მოგვარდება აღნიშნული საკითხი, ამაზე რამდენად გაქვთ ინფორმაცია და რამდენად მისაღებია რომ აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული იყოს დამზადებისას? რაიმე პასუხისმგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება თავი შევიკავოთ პროექტზე, რადგან წინასწარვე ჩანს მოსალოდნელი შედეგი.
მოგესალმებით, გაცნობებთ რომ აღნიშნულ პუნქტზე შესაძლებელია მოლაპარაკება შერჩევის მომდევო ეტაპებზე, ამიტომ, არ ხართ შეზღუდული.
გამარჯობა, რამდენად მისაღებია ფრონტში React ნაცვლად სტანდარტული HTML, CSS, Javascript? დამზადების დრო უფრო ნაკლები იქნება
მოგესალმებით, გაცნობებთ რომ აღნიშნულ პუნქტზეც შესაძლებელია მოლაპარაკება შერჩევის მომდევნო ეტაპებზე, ამიტომ, არ ხართ შეზღუდული.